თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი აცხადებს, რომ პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, 27 სექტემბერს, წეროვანში, ლაიონ აუქციონის ავტოსადგომზე, რეგიონში პირველი, ამერიკული ავტო აუქციონი გაიმართა. 

აუქციონზე, ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი 10 ავტომობილი იყო წარმოდგენილი. მონაწილეებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ სასურველი ავტომობილი საბაზრო ღირებულებაზე 2-3 ჯერ ნაკლებ ფასად შეეძინათ.

ლაიონ აუქციონის ავტოსადგომზე ყველა საფასო კატეგორიის ავტომობილია. ადგილზე არსებულის გარდა, გზაში მყოფ ავტომობილსაც შეიძენთ. სადგომზე შესაძლებელია კერძო მანქანის დაყენებაც, რომლის გაყიდვაში მფლობელს კომპანია დაეხმარება.

ლაივ აუქციონი პერიოდულად, ყოველ შაბათს გაიმართება.  9 ოქტომბრიდან კი მსურველი უკვე ონლაინ შეიძენს  www.lionauctions.com - ზე.

ლაიონ აუქციონი IAA-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

„ ლაიონ გრუპთან 2018 წლიდან ვთანამშრომლობთ. აუტო აუქციონი არ არის უბრალოდ გაყიდვების ახალი არხი, ეს არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებასა და ავტომობილის შეძენის კულტურას მნიშვნელოვნად შეცვლის. ავტო აუქციონის პარალელურად, საქართველოში IAA-ის (Insurance Auto Auctions) ოფიციალური წარმომადგენლობა ფუნქციონირებს. ეს ყოველივე კი ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, რაც როგორც ინდუსტრიულ განვითარებას, ასევე ეკონომიკურ პროგრესს გულისხმობს.  მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა ალექსანდრე წულუკიანმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.