ეროვნული ბანკი "ბერმელის" 40 000 ლარით დაჯარიმებაზე ინფორმაციას ავრცელებს. 

სებ-ის ცნობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია AML კანონის რამდენიმე მოთხოვნის იგნორირებისთვის დაჯარიმდა, მათ შორის შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის რეგულატორისთვის არასწორად წარდგენის (3 შემთხვევის) გამო.

სებ-ის პრეზიდენტის (№16/04) ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად, თითო ფაქტი 2 000 ლარით სანქცირდება. ასევე 2 000 ლარის ჯარიმა ეკისრება მეწარმე სუბიექტს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის, მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებაზე, ინფორმაციის დამალვისთვის. ზედამხედველმა 5 შემთხვევა გამოავლინა, ანუ 10 000 ლარის, რაც დაემატა 6 000 ლარს.

მისოს 4 000 ლარის ჯარიმა გამოეწერა,  მაღალი რისკის მატარებელ ორ კლიენტის საქმეზე. ასევე, 20 000 ლარი, ხარვეზიანი პროგრამული (ელექტრონული) სისტემისთვის, რომლის დანიშნულებაა საეჭვო კლიენტთა, მათთან დაკავშირებულ პირთა და ტრანზაქციათა გამოვლენა (წყარო: სები & ბიზნესპარტნიორი)


 
 

 
Q1/2024 ₾

აქტივები

38,323,718

სესხები

35,202,643

შემოსავალი სა%

2,484,033

.. ლომბარდიდან

   376,256

წმინდა მოგება

1,505,894