თბილისი (GBC) - "სილქ ბანკმა" დაკრედიტება გაზარდა. Q1/2024-ის მდგომარეობით, 71 მლნ ლარის პორტფელით, ბოლოდან მეორეა, ციფრული "პეისერას" წინ.

"სილქ ბანკმა" პირველი კვარტალი 1.3  მლნ ლარის ზარალით დაასრულა. 

ბოლო წლების ნეგატიურ ტრენდს, მენეჯმენტი, აქციონერთა სტრუქტურიდან BTA ბანკის (ყაზახეთი) გასვლას უკავშირებს. ბანკი რამდენიმე წელია ზარალზეა და თუ ასე გააგრძელებს იძულებული გახდება საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კიდევ მოიზიდოს რესურსი. ამის შესახებ აღნიშნულია  ემისიის პროსპექტში.

10 მილიონიანი  ემისიით მოზიდულ რესურსს ბანკი მეორად კაპიტალში მიმართავს. მანამდე კი აქციონერებმა საწესდებო კაპიტალი 9,8 მლნ ლარით, 98,000 აქციის ემისიის გზით გაზარდეს,

Q1/2024-ის მდგომარეობით, სილქ ბანკის დეპოზიტების პორტფელი 114 მლნ ლარამდეა. აქედან სავალუტო  ანაბრები 91 მლნ ლარის ეკვივალენტია. 

 

                          Q1.2024     ₾      
აქტივები  180 483 100  
სესხები   71 101 092  
მ.შ. საცალო    17 807 141  
დეპოზიტები  113 851 262  
საკთრ კაპიტალი   72 746 400  
წმინდა (ზარალი)    (1 318 433)  
₾₾₾₾₾₾₾₾ ₾₾₾         ₾