თბილისი (GBC) - სილქ ბანკი 10 მლნ აშშ დოლარის 5-წლიანი ობლიგაციების ემისიაზე აცხადებს (ნომინალი: $100 000). სუბორდინირებული ფასიანი ქაღალდების საორიენტაციო განაკვეთია 11.5%-12.5%. განთავსების აგენტი "„ალფა კაპიტალ ედვაიზორი“

შეთავაზების ძირითადი მიზეზი ბანკის კაპიტალის სტრუქტურის ოპტიმიზაციაა. შესაბამისად მიზნობრიობა სების მოთხოვნის დაკმაყოფილება, კაპიტალის ადეკვატურობის (ზრდა/შენარჩუნება) კოეფიციენტის.

ამასთან ბანკს გაცხადებული აქვს ციფრული ტრანსფორმაცია. სრულად გააციფრულებს  პროდუქტების და სერვისების უმეტეს ნაწილს. სამომავლოდ სერვისის მიღების ძირითადი არხებიც ციფრული მოიაზრება.

ციფრულ პლატფორმაზე ბანკი Q1/2023 -დან მუშაობს და მენეჯმენტის ინფორმაციით, Q2/2024 -ში მომხმარებლის გარკვეული სეგმენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ამ დროისთვის უკვე ჩართულია ალტერნატიული არხები პროდუქტის შეთავაზების და გაყიდვისთვის (ვებგვერდის სხვადასხვა სოციალური პლატფორმა, sms...).

სილქ ბანკის მენეჯმენტის განცხადებით, Q4/2023-ში საკუთარი კაპიტალი 9,8 მლნ ლარით გაიზარდა, 98,000 აქციის ემისიით.

ემისიის პროსპექტში აღნიშნულია, 6 წელია ბანკი ზარალზე გადის. მენეჯმენტი ბოლო წლებში წაგებაზე ოპერირებას აქციონერთა სტრუქტურიდან BTA ბანკი (ყაზახეთი) გასვლას უკავშირებს.

თუ  მომავალ წლებშიც ვერ შეძლებს მოგების გენერირებას, არის რისკი, რომ საზედამხედველო კაპიტალი სებ-ის მინიმუმს ჩამოსცდეს. ზარალების განმეორების შემთხვევაში ემიტენტი იძულებული გახდება საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კიდევ მოიზიდოს კაპიტალი.

მოთხოვნის შეუსრულებლობას მოსდევს სებ-ისგან სხვადასხვა საზედამხედველო ღონისძიებები, მათ შორის უკიდურეს შემთხვევაში საბანკო ლიცენზიის შეჩერებაც კი.

სილქ ბანკის 5-წლიანი ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე (სსბ) არ დაილისტება. მიზეზად ბირჟის პასიურობა სახელდება. სსბ-ზე ბოლო 2 წლის განმავლობაში დოლარის ობლიგაციების სავაჭრო სესიაზე მხოლოდ 275 გარიგებაა დადებული.

ემიტენტი და ბროკერი ვერ ხედავენ პოტენციალს. საქართველოში „ობლიგაციების“ აქტიური სავაჭრო ბაზრის განვითარების.

ამასთან მეორად ბაზარზეც გარკვეული შეზღუდვების გამო, ფასი შესაძლოა პირველადი შეთავაზების ფასზე ნაკლები იყოს. (ბიზნესპარტნიორი) 

 

სილქ ბანკის პირდაპირი აქციონერები

 

წილი საწესდებო  კაპიტალში

სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედ

 

 58.8 %

შპს პარტომტა

 

 36.4 %

სს სილქ ჰოლდინგ

 

   4.7 %

ანასტასაკის ევანგელოს

 

  0.0014  

კავრაკის ვასსილიოს

  

  0.0014

ფელლოუს ლაზაროს

  

  0.001

ფილიპპაკის ანასტასია

  

  0.001

 

5%-ზე მეტი ბენეფიციარული წილის მფლობელი ფიზიკური პირები

გიორგი რამიშვილი

 36.42%

ერკინ ტატიშევ

 36.42%

ალექსი თოფურია

 16.8 %

დევიდ ფრანც ბორგერ

  5.6  %