თბილისი (GBC) - “სილქი” ტაქსის და  საკურიერო მომსახურების კომპანიებთან თანამშრომლობის დაწყებაზე აცხადებს.

სილქი ყოფილი სილქ ბანკია, რომელმაც რებრენდინგის შემდეგ სახელწოდება შეიკვეცა და ლოგოც შეიცვალა.

გლოვოს, ვოლტის კურიერი თუ ტაქსის მძღოლი, “სილქში” სასესხო განაცხადის წარდგენისას, დოკუმენტაციას დამსაქმებელი კომპანიის აპლიკაციის სქრინების სახით წარადგენს, შემოსავლების დასადასტურებლად. კრედიტორი 3 თვიანი პერიოდის ყოველდღიურ ამონაწერს ითხოვს.

რებრენდინგის შემდეგ სილქმა პროდუქტების კალათას ავტოლომბარდი და ავტოსესხიც დაამატა, წლიური განაკვეთით 25%-დან. ავტოსესხზე 30%-იანი თანამონაწილეობა მოითხოვება.

ბანკის მენეჯმენტს ტრანსფორმაციაზე გაცხადებული ჰქონდა . პროცესების ოპტიმიზაცია, ციფრულ ინტეგრაციისთვის, 1 წელზე მეტია მიმდინარეობს.

საშულოვადიანი პერიოდის (3 წელი) ამოცანა MAU-ს (ყოველთვიური მომხმარებლების რაოდენობა) 300 000-მდე გაზრდაა.

01.09.2024-ისთვის  სასესხო პორტფელის დოლარიზაცია** 43%-ია, დეპოზიტების* 21%-მდე.

 

8m.2024                      მლნ ₾
აქტივები   218.1
სესხები  100,3
მ.შ. საცალო     23.7
დეპოზიტები   158.0
სააქციო კაპიტალი     55,7
წმინდა მოგება(ზარალი)    (7.060)
                             

წყარო:კომერციული ბანკი  /BRG/

(**) კაპიტალის მოთხოვნაზე შეღავათია სასესხო პორტფელის დოლარიზაციის ნიშნით. ლარიზაციის კამპანიის მიზნებისთვის მოქმედებს CICR (არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი). 40%-მდე დოლარიზაციისას რისკის წონა 40%-ს უტოლდება .ყოველ  დამატებით 1%პ-ზე კი ბანკებს 3%-ით მეტი კაპიტალი  მოეთხოვება.

* ანალოგიური მიდგომაა დეპოზიტებზე, სარეზერვო მოთხოვნის ნაწილში.