თბილისი (GBC) – TBC Bank Group PLC (TBC PLC) და Bank of Georgia Group PLC (BOGG) კაპიტალის შემცირებას წინასწარ დამტკიცებული აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის ფარგლებში განაგრძობენ.
კერძოდ, 30 სექტემბრის მდგომარეობით, TBC PLC-ის აქციების ოდენობამ 56,022,807 შეადგინა, როცა, 31 აგვისტოს მდგომარეობით ჯგუფს 56,101,921 აქცია ჰქონდა. გაუქმებული აქციების რაოდენობამ 79,114 შეადგინა.
რაც შეეხება BOGG-ს, მის მიერ გამოშვებული ხმის უფლების მქონე აქციების რაოდენობა 30 სექტემბრისთვის 44,701,983 ჩვეულებრივ აქციას შეადგენდა, 31 აგვისტოს მდგომარეობით კი 44,806,983-ს. სექტემბრის ბოლოსთვის, ხაზინაში ჯგუფს, გაუქმების მოლოდინში, 25,000 აქცია აქვს. თვის ჭრილში კი კაპიტალი 105,000 აქციით შემცირდა.
ამ მომენტში, BOGG-ის ერთი ჩვეულებრივი აქციის ღირებულება £37.80-ია, ხოლო TBC PLC-ის კი £25.25. შესაბამისად, BOGG-ის კაპიტალიზაცია დღეის მდგომარეობით, £1,689,734,957-ია, ხოლო TBC PLC-ის კი £1,414,575,877.