თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) დირექტორთა საბჭომ შუალედური დივიდენდის გაცემის შესახებ განაცხადა.

ჯგუფი დივიდენდს 2.55 ლარის ოდენობით TBC PLC თითო ჩვეულებრივ აქციაზე. შუალედური დივიდენდი გადასახდელი იქნება ფუნტ სტერლინგში TBC PLC-ის აქციონერებისთვის, 2024 წლის 4 ოქტომბრის ჩანაწერის თარიღით.

ექსდივიდენდის თარიღად 3 ოქტომბერი განისაზღვრა, ვალუტის კონვერტაციის თარიღად 11 ოქტომბერი, ხოლო, გადახდის თარიღად კი 11 ნოემბერი.

კურსი კი საქართველოს ეროვნული ბანკის ლარი/ბრიტანული ფუნტი სტერლინგის საშუალო გაცვლითი კურსით დაიანგარიშება, 7 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში 5 დღის საშუალოთი.

2024 წლის 24 ივნისის მდგომარეობით, ჯგუფის მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების რაოდენობა 55,361,967-ია. ჯამური დივიდენდის თანხა კი, სავარაუდოდ, 141.2 მლნ ლარია.