თბილისი (GBC) - 2025 წლის ნოემბერში, ჯამური უნაღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად, შესაბამისად, 22% და 19%-ით გაიზარდა. ამავე თვეში, თიბისი ბანკის არხებით გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 88% და 12% შეადგინა.

თიბისი ბანკის არხებით გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი სურსათს უკავია. 

ამასთან, 2025 წლის ნოემბერში, სურსათზე დანახარჯების წილი თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში 25%-ს, ხოლო რესტორნებზე გაწეული ხარჯების წილი 14%-ს გაუტოლდა.

ამავე პერიოდში, სურსათზე უნაღდო დანახარჯებში წლიური 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანსაქციაზე 17 ლარს გაუტოლდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 10% შეადგინა.