თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან აბრამ პეილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და ირანთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ამ მიმართულებით სებ-ის მიერ გატარებულ ზომებსა და გაწეულ სამუშაოს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სებ-ი დროულად და ეფექტურად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარდა, ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრები გამართა სომხეთსა და აზერბაიჯანში.