● CEMEA-ს რეგიონში Visa-ს ტოკენიზებული ტრანზაქციების წილი 2023 წლის 26%-დან 2026 წელს 70%-მდე გაიზარდა.

● CEMEA-ს რეგიონში სტეიბლკოინებით ანგარიშსწორების შესაძლებლობის დანერგვიდან ერთი წლის თავზე ანგარიშსწორების მოცულობა თითქმის 60-ჯერ გაიზარდა.

Visa-მ დღეს წარადგინა ხელოვნური ინტელექტის, სტეიბლკოინისა და ტოკენის შესაძლებლობათა პაკეტი, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონის მომხმარებლებს ახალი თაობის კომერციის ეკოსისტემაში ჩართვას გაუადვილებს. „Visa-ს გადახდების ფორუმის“ წინ, რომელიც 1-ელ ივლისს პარიზში გაიმართება, Visa-მ ახსნა, თუ როგორ გარდაქმნის კომერციის და ფინანსების მიმოქცევის front-end-სა და back-end-ს ორი ფუნდამენტური ტექნოლოგიური სიახლით: ხელოვნური ინტელექტითა და სტეიბლკოინებით. Visa-მ ასევე განმარტა, თუ როგორ ეხმარება კომპანია მომხმარებლებს მოერგონ ცვლილებებს, გააფართოონ საქმიანობა და ახალი, სანდო ოპერაციები განახორციელონ.

„კომერცია ახალ ფაზაში შედის, რომელიც სულ უფრო ინტელექტუალური, პროგრამირებადი და ყოველდღიურ გამოცდილებაში ინტეგრირებული ხდება“, – განაცხადა Visa-ს CEMEA-ს რეგიონის პრეზიდენტმა, ტარეკ მუჰმუდმა, – „ციფრული ეკონომიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის ეს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა ასევე მნიშვნელოვნად იზრდება ნდობისა და ფუნქციური ურთიერთშეთავსებადობის საჭიროება. Visa ისეთი ინფრასტრუქტურისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების შექმნაზე კონცენტრირდება, როგორიც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას გადახდების front-end-სა და back-end-ში და მომხმარებლებსა და ბიზნესებს უკეთეს გამოცდილებას შესთავაზებს“.

კომერციის front-end-ის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გაძლიერება

Visa-მ დეტალურად ახსნა, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტრანზაქციების წამოწყების, ავტორიზებისა და სანდოობის უზრუნველყოფის პროცესს. ამასთან, ხელოვნური ინტელექტი აჩქარებული ტემპით ქმნის, ავითარებს და ხელმისაწვდომს ხდის ახალ კომერციულ გამოცდილებებს. მაშინ, როცა AI აგენტები სულ უფრო ხშირად მოქმედებენ მომხმარებლებისა და ბიზნესების სახელით, კომპანიის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომერციის პლატფორმა, Visa Intelligent Commerce, ნდობისა და კონტროლის იმ მექანიზმებს უზრუნველყოფს, რომლებიც AI აგენტებს აძლევს საშუალებას, უსაფრთხოდ მოძებნონ, დაიწყონ და დაასრულონ ტრანზაქციები.

ამ ცვლილების მხარდასაჭერად, Visa მთელი ეკოსისტემის მასშტაბით მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ აგენტების მიერ განხორციელებული ტრანზაქციები გამჭვირვალე და სანდო იყოს. ამ ძალისხმევის მაგალითია New Generation-თან ერთად ახლად შექმნილი Agent Score, რომელიც მერჩანტებს აძლევს შესაძლებლობას, შეაფასონ, თუ რამდენად არის მათი ვებსაიტები ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომერციისთვის მზად – კერძოდ, შეუძლიათ თუ არა AI აგენტებს ვებსაიტზე ნავიგაცია და დავალებათა აღქმა და შესრულება. მერჩანტებმა ასევე უნდა იცოდნენ, რომელ აგენტებს შეუძლიათ ანდონ თავიანთ ვებსაიტებზე ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო აგენტები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ლეგიტიმურ მერჩანტებთან აქვთ საქმე. Agentic Directory-ის ამოქმედებით, Visa ხელმისაწვდომს ხდის იმ აგენტებისა და მერჩანტების სიას, რომლებიც დადასტურებულად არიან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომერციის ლეგიტიმური მონაწილეები.

ტოკენების წინ წამოწევა ხელოვნური ინტელექტით მართული კომერციის გასავითარებლად

CEMEA-ს რეგიონში ელექტრონული კომერციის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ტოკენიზაციის განვითარება, რამაც რეგიონში ელექტრონულად და მობილურით შესრულებული გადახდების პროცესი მეტად უსაფრთხო, მოსახერხებელი და შეუფერხებელი გახადა. CEMEA-ს რეგიონში Visa-ს ტოკენიზებული ტრანზაქციები მნიშვნელოვნად – 2023 წლის 26%-დან 2026 წელს 70%-მდე გაიზარდა.

დღეისათვის ტოკენები უკვე შეიცავს იმ უსაფრთხო მონაცემთა ერთობლიობას, რომელიც ციფრული გადახდებისთვისაა სპეციალურად შექმნილი. მაშინ, როცა კომერცია ფართოვდება და ახალ არხებსა და აგენტებს მოიცავს, Visa მონაცემებს იმ ინფორმაციით ავსებს, თუ რა ტიპისაა ტრანზაქცია, სად გამოიყენება ტოკენი და ვინ ახორციელებს გადახდას. მეორე მნიშვნელოვანი სიახლეა ტოკენის სანდოობის ინდიკატორი, Token Assurance Signal, რომელიც თითოეული ტრანზაქციის უსაფრთხოების ინდიკატორის გენერირებისთვის ცალკეული ტოკენის გამოყენებას მისი გაცემისა და გამოყენების ისტორიის საფუძველზე მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში აფასებს.

ეს სიახლეები ერთად ტოკენების, როგორც სანდო ციფრული და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომერციის ფუნდამენტის, როლს აძლიერებს. მაშინ, როცა ტრანზაქციები სულ მეტად ავტომატიზებული, ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებული და ინტელექტუალური ხდება, ტოკენები მომხმარებლებს სანდოობის უფრო მაღალ გარანტიას სთავაზობს.

ფულის მიმოცვლის back-end პროცესის სტეიბლკოინებით მოდერნიზება

Visa-მ ასევე ისაუბრა იმ პროგრესზე, რომლის მიღწევაც, სტეიბლკოინებითა და ბლოკჩეინზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურის მეშვეობით, ანგარიშსწორებისა და გადარიცხვების მოდერნიზების მიმართულებით გახდა შესაძლებელი. Tokenized Deposits-ის მეშვეობით, კომპანია ქმნის ტექნოლოგიას, რომელიც ბანკებს საშუალებას მისცემს, გარდაქმნან ტრადიციული საბანკო დეპოზიტები პროგრამირებად, მუდმივად ხელმისაწვდომ ციფრულ ფულად. ამ გზით ბანკებს შეეძლებათ, არ ჩამორჩნენ სტეიბლკოინების სისწრაფესა და მოქნილობას და, ამასთან, საკუთარ ბალანსზე შეინარჩუნონ ფინანსები.

ამას გარდა, Visa სხვადასხვა რეგიონში, ბლოკჩეინსა და ვალუტაში აფართოებს სტეიბლკოინებით ანგარიშსწორების საპილოტე პროექტებს. 2025 წლის პირველ ნახევარში დაწყებულ პირველ საპილოტე პროექტებზე დაყრდნობით, Visa-მ VisaNet-ის მეშვეობით უკვე მილიარდობით დოლარის მოცულობის სტეიბლკოინები გადაამუშავა. შედეგად, წლიური ტემპით გადაანგარიშებული მოცულობა 2026 წლის მარტის მდგომარეობით, დაახლოებით, 7 მილიარდ დოლარს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ გამცემი ბანკები უკვე ონ-ჩეინ რეჟიმში კვირაში შვიდი დღის განმავლობაში ახორციელებენ Visa-სთან ანგარიშსწორებას, Visa ამ შესაძლებლობის გაფართოებაზე მუშაობს, რათა შვიდდღიანი ანგარიშსწორების შესაძლებლობა შემსყიდველებზეც გავრცელდეს, რაც მთელი ეკოსისტემის მასშტაბით უზრუნველყოფს მეტ მოქნილობასა და ანგარიშსწორების სიხშირეს. CEMEA-ს რეგიონში სტეიბლკოინებით ანგარიშსწორების შესაძლებლობების ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე ანგარიშსწორებათა მოცულობა თითქმის 60-ჯერ გაიზარდა.

იმისათვის, რომ მომხმარებლებმა და ბიზნესებმა სტეიბლკოინების ბალანსთა გამოყენება შეძლონ ყველგან, სადაც Visa-ს გადახდები მიიღება, Visa სტეიბლკოინებთან დაკავშირებული ბარათების პროგრამების გაფართოებას აგრძელებს. ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი ან განვითარების პროცესში არსებული პროგრამების რაოდენობა 160-ს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით პროგრესი კიდევ უფრო ასწრაფდება.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მონაცემების ჭკვიანურ გადაწყვეტილებებად გარდასაქმნელად

იმისათვის, რომ კლიენტებს მომხმარებელთა მზარდ მოთხოვნებზე რეაგირებაში დაეხმაროს, Visa თანამედროვე ინფრასტრუქტურას უთავსებს მონაცემებზე დაფუძნებულ შესაძლებლობებს, რომლებიც კლიენტს ეხმარება, გადახდის მთელი პროცესის განმავლობაში სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. კომპანია ნერგავს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ „სამოგზაურო ინტელექტის“ შესაძლებლობას, რომელიც ბანკებს ეხმარება, წინასწარ, ტრანზაქციის განხორციელებამდე განსაზღვრონ მომხმარებელთა მოგზაურობასთან დაკავშირებული საჭიროებები. Visa Trip Intelligence, რომელიც CEMEA-ს რეგიონში დღეიდან ამოქმედდება, VisaNet-ის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს მესამე მხარის მონაცემებთან აერთიანებს, რის შედეგადაც შესაძლებელია მოგზაურობის მიზნის განსაზღვრა, პერსონალიზებული სამოგზაურო მარშრუტების შედგენა და გამოსაყენებლად წინასწარ გამზადებული მონაცემების მიწოდება. ამ გზით ბანკებს შეეძლებათ, მომხმარებლებს დროულად, მოგზაურობის დაწყებამდე შესთავაზონ მხარდაჭერა, შეამცირონ გადახდებთან დაკავშირებული შეფერხებები და უშუალოდ მოგზაურობის პერიოდში მიაწოდონ მათ საჭირო დახმარება და მომსახურება.

Visa-ს შესახებ

Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური,მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge.