თბილისი (GBC) – პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ოთხშაბათს დახურულ სხდომაზე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგენს უსმენენ.
მას შემდეგ, რაც დიპლომატი მოხსენებით გამოვიდა და კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდნენ, სხდომა მედიისთვის დაიხურა.
პარლამენტში რობინ დანიგენი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიწვია.
საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა - ეს არის თემა, რაზეც რობინ დანიგენის მოსმენა მიმდინარეობს.