თბილისი (GBC) - "იმედი გვაქვს, ერთად გამოვძებნით გადაჭრის გზებს"
ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვების მშობლებთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომ საკითხი მგრძნობიარეა და უნდა ამოვიდნენ ბავშვების ინტერესებიდან. მისი თქმით, შეხვედრაზე კონკრეტულ მედიკამენტებზეც ისაუბრეს.
იმედი გვაქვს, რომ ეს ერთობლივი გადაწყვეტა გამოიძებნება, - განაცხადა კობახიძემ, რომელთან შეხვედრის მოთხოვნით, მშობლები, 40 დღეზე მეტია მთავრობის ადმინისტრაციასთან დგანან, რომ ბავშვებისთვის გარდაუვალი საჭიროების მედიკამენტების შეძენის საკითხი დაიძრას.
ამდენდღიანი იგნორი გადამეტებული პასუხისმგებლობით აიხსნა. მთავრობის ხელმძღვანელს გაცხადებული აქვს (20/05/2026), რომ მედიკამენტების შეძენა საპასუხისმგებლო საქმეა, იმის გათვალისწინებით, რომ ფული რომელიც ბიუჯეტიდან გასაღებია, ხალხისაა.