ეუთოს 24 წევრი ქვეყანა საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას ადასტურებს და...
ასევე, ქვეყნები
მოუწოდებენ მთავრობას,
გააგრძელონ ჩართულობა და
მომხსენებლის დასკვნები
განიხილონ ბაზისად
კონსტრუქციული დიალოგისა
და
რეფორმისთვის.“ანგარიში 2024
წლის გაზაფხულიდან
საქართველოში მოვლენების
დეტალურ და სანდო
შეფასებას იძლევა და ნათელ
რეკომენდაციებს აძლევს
საქართველოს მთავრობას,
[ეუთოს] წევრ
სახელმწიფოებსა და უფრო
ფართო საერთაშორისო
საზოგადოებას.ამავდროულად,
მივესალმებით საქართველოს
მთავრობის
გადაწყვეტილებას, რომ ხელი
შეუწყო ქვეყანაში
მომხსენებლის ვიზიტს და
სამთავრობო ინსტიტუტებთან
მაღალი დონის შეხვედრების
ორგანიზება
მოახდინა.საქართველოს
მთავრობას მოვუწოდებთ,
გააგრძელონ ჩართულობა და
მომხსენებლის დასკვნები
განიხილონ, როგორც ბაზისი
კონსტრუქციული დიალოგისა
და რეფორმისთვის.ასევე,
ძალიან ვაფასებთ
საქართველოს სამოქალაქო
საზოგადოების წევრებს,
ჟურნალისტებს,
უფლებადამცველებსა და
სხვა თანამოსაუბრეებს,
რომლებიც ჩართული იყვნენ
მომხსენებელთან. მათი
მზაობა, წარმოედგინათ
ჩვენებები და
დოკუმენტაცია, აუცილებელი
იყო ამ ანგარიშის
სისრულისთვისა და
სიღრმისთვის. მათი წვლილი
ხაზს უსვამს ნებისმიერ
დემოკრატიულ
საზოგადოებაში სამოქალაქო
საზოგადოების სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვან როლს და
გარემოს უზრუნველყოფის
მნიშვნელობას, რომელშიც
მათ თავისუფლად და
უსაფრთხოდ შეუძლიათ
ოპერირება.მომხსენებლის
მთავარი დასკვნა
ერთმნიშვნელოვანია.
როგორც ანგარიში ამბობს:
“მანდატით
გათვალისწინებულ პერიოდში
საქართველოში
დემოკრატიული უკუსვლა
დაფიქსირდა”...საქართველოს
მოვუწოდებთ, ყურადღება
მიაქციონ დემოკრატიულ
უკუსვლას და სრულად
შეასრულონ “მოსკოვის
მექანიზმის”
რეკომენდაციები.დღეს,
გვსურს, რომ ხაზი გავუსვათ
კონკრეტულად შემდეგ
ნაბიჯებს:1.საქართველოს
მთავრობამ უნდა
უზრუნველყოს, რომ
სამართალდამცველები
საერთაშორისო
სტანდარტებთან
შესაბამისად მოქმედებენ,
ჩაატაროს სწრაფი,
დამოუკიდებელი და
მიუკერძოებელი
გამოძიებები წამებისა და
არასათანადოდ მოპყრობის
ყველა ბრალდებაზე, და
პასუხში მისცენ
პასუხისმგებელი პირები.2.
საქართველომ უნდა
გაიწვიოს ან
ფუნდამენტურად გადახედოს
კანონებს, რომლებიც არ
შეესაბამება საერთაშორისო
ადამიანის უფლებების
ვალდებულებებსა და
დაპირებებს, მათ შორის
კანონები "უცხოური
გავლენის
გამჭვირვალობაზე", "უცხოური
აგენტების რეგისტრაციაზე",
და დაკავშირებული
შესწორებები გრანტებზე,
მაუწყებლობაზე და
პოლიტიკურ
მონაწილეობაზე.როგორც
მომხსენებელი აღნიშნავს,
შეუძლებელია ამ კანონების
შესაბამისობაში მოყვანა
მხოლოდ მცირე
შესწორებებით. ამისთვის,
საქართველოს მთავრობას
მოვუწოდებთ, აღადგინოს
თანამშრომლობა ოდირთან და
ვენეციის კომისიასთან,
მთლიანად გაატარონ მათი
რეკომენდაციები.3.
მთავრობამ თავი უნდა
შეიკავოს პოლიტიკური
ოპონენტების,
ჟურნალისტებისა და საჯარო
განხილვის სხვა
მონაწილეების უკანონო
დაკავებებისგან და
დევნისგან, გაიწვიოს
უკანონოდ წამოყენებული
ბრალდებები, და
გაათავისუფლოს პოლიტიკური
მიზეზებით დაკავებული
ყველა პირი.4. საქართველომ
უნდა შეწყვიტოს
ოპოზიციური პარტიების
აკრძალვის მცდელობები,
გაიწვიოს ამასთან
დაკავშირებული განხილვის
ქვეშ მყოფი განაცხადები, და
უზრუნველყოს, რომ
პოლიტიკური პლურალიზმი
სრულად არის დაცული.5.
ანგარიში ხაზს უსვამს
სასამართლო სისტემისადმი
ნდობის აღდგენის
საჭიროებას სასამართლო
სისტემის დამოუკიდებლობის
გაძლიერებით, სამართლიანი
სასამართლო პროცესების
გარანტიების
უზრუნველყოფით, ისეთი
ინსტიტუტების
რეფორმირებით, როგორიცაა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო,
ეუთოსა და ვენეციის
კომისიის მრავალწლიან
რეკომენდაციებთან
შესაბამისად”, - ნათქვამია
განცხადებაში.ერთობლივი
განცხადების ხელმომწერები
არიან: გაერთიანებული
სამეფო, ალბანეთი, ავსტრია,
ბელგია, კანადა, ჩეხეთი,
დანია, ესტონეთი, ფინეთი,
გერმანია, ისლანდია,
ირლანდია, ლატვია,
ლიხტენშტაინი, ლიეტუვა,
ლუქსემბურგი, მოლდოვა,
მონტენეგრო, ნიდერლანდები,
ნორვეგია, სლოვენია,
შვედეთი, უკრაინა და
პოლონეთი."მოსკოვის
მექანიზმის" ფარგლებში
საქართველოზე მომზადებულ
ანგარიშში ერთ-ერთი
საკვანძო მოთხოვნა,
საქართველოს მიერ
„უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის“,
„უცხოური აგენტების
რეგისტრაციისა“ და
„გრანტების შესახებ“
კანონებში შეტანილი
ცვლილებების გაწვევაა.
დოკუმენტის თანახმად, ეს
საკანონმდებლო აქტები
იმდენად სცილდება
საერთაშორისო
ვალდებულებებს, რომ მათი
უბრალო კორექტირება
შეუსაბამობას ვერ
აღმოფხვრის. იმ
შემთხვევაში, თუ
ხელისუფლება კანონების
სრულ გაუქმებაზე უარს
იტყვის, ანგარიში ითხოვს
ვალდებულებების რადიკალურ
შემცირებას, რაც
გულისხმობს
კონფიდენციალური
ინფორმაციის გამჟღავნების
აკრძალვას, ჯარიმების
მკვეთრ შემცირებას და
„აგენტის“ სტატუსის
მინიჭების კრიტერიუმების
შევიწროებას.პარალელურად,
მოთხოვნილია
„მაუწყებლობის შესახებ“
კანონში შესული იმ
ცვლილებების გაუქმება,
რომლებიც უცხოურ
დაფინანსებას ზღუდავს, და
„ოჯახის ღირებულებების
შესახებ“ კანონის სრული
გაწვევა, რომელიც
ანგარიშში
დისკრიმინაციულად არის
შეფასებული. დოკუმენტი
ასევე მოუწოდებს
სახელმწიფოს, შეავიწროოს
სახელმწიფო ღალატის
მუხლის ინტერპრეტაცია,
რათა გამოირიცხოს მისი
გამოყენება მთავრობის
კრიტიკის წინააღმდეგ, და
გააუქმოს რეგულაციები,
რომლებიც აქციებზე სახის
დაფარვას კრძალავს ან
არაპროპორციულ ჯარიმებს
აწესებს.
1773381900