თბილისი (GBC) – პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ ბოსნია-ჰერცოგოვინას, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება უსამართლოა საქართველოსთან მიმართებით, ვინაიდან საქართველო აღნიშნულ სამ ქვეყანასთან შედარებით, მოწინავეა. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, საქართველო დაიჩაგრა, ვინაიდან ევროკავშირს გადაწყვეტილებები ქვეყნების „დამსახურების“ მიხედვით არ მიუღია.

„მისასალმებელია, რომ საქართველოს მიმართ კვლავ არის მხარდაჭერა. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ ვნახეთ გადაწყვეტილება, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინასთან გაიხსნას მოლაპარაკებები. ანუ დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილება არის მოლდოვისა და უკრაინის გარდა, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს უსამართლობას", - განაცხადა პაპუაშვილმა.