“MEGOBARI აქტის” მიღებამდე კობახიძე ტრამპს წერილით მიმართავს, ენმ სენა...
6 მაისს, აშშ-ის კონგრესის
ქვედა პალატაში “MEGOBARI
აქტის” დამტკიცების
შემდეგ, კანონპროექტი
კონგრესის ზედა პალატას -
სენატს გადაეცა.
კანონპროექტი სენატის
ოფიციალური კალენდრის
“ზოგადი საკითხების”
სექციაში იმავე დღეს იქნა
დამატებული სათაურით:
“აქტი, რომ საქართველოში
წინააღმდეგობა გაეწიოს
ჩინეთის კომუნისტური
პარტიის, ირანული რეჟიმისა
და რუსეთის ფედერაციის
გავლენას”.თუკი ახლა “MEGOBARI
აქტი” სენატშიც
დამტკიცდება, კანონად
ქცევისთვის მას
პრეზიდენტი ტრამპის
ხელმოწერა
დასჭირდება.ირაკლი
კობახიძემ 7 მაისს
ჟურნალისტებს უთხრა, რომ
"მეგობარი აქტის"
მხარდამჭერი რესპუბლიკელი
კონგრესმენები არა
პრეზიდენტ ტრამპის
მოკავშირეები, არამედ "დიფ
სთეითის" დავალებების
შემსრულებლები არიან.
კობახიძის აზრით,
მაგალითად "ჯო უილსონი არის
თავიდან ბოლომდე დიფ
სთეითი“.“ქართული ოცნება”
“MEGOBARI აქტს” პრეზიდენტ
ტრამპის „გამოცდად“
განიხილავს და თუკი აშშ-ის
პრეზიდენტი საბოლოო
ვარიანტს ხელს მოაწერს, ეს
"ქართული ოცნების" აზრით,
ნიშანი იქნება იმისა, რომ
აშშ-ის პრეზიდენტმა ე.წ. დიფ
სთეითი ვერ
დაამარცხა.დონალდ
ტრამპისა და ჯეი დი
ვენსისთვის მიწერილ ღია
წერილში კობახიძე
აცხადებს, რომ
„გასაკვირია”, რატომ არ
ასწორებს დონალდ ტრამპი ჯო
ბაიდენის „დანაშაულებრივ
გადაწყვეტილებებს” –
მისვე თქმით, გაკვირვებას
იწვევს აშშ-ის ამჟამინდელი
ადმინისტრაციის „დუმილი”
იმის გათვალისწინებით, რომ
ისინი „ღიად
არადემოკრატიულ და
ავტორიტარულ
სახელმწიფოსთანაც”
აწარმოებენ
დიალოგს.კობახიძე
წერს:„რამდენიმე კვირის
წინ, მოგმართეთ წერილით
ქართულ-ამერიკულ
ურთიერთობებთან
დაკავშირებით. აღნიშნულ
წერილს წინ უსწრებდა ჩემი
საჯარო განცხადებები,
სადაც ღიად გამოვხატავდი
საქართველოს მზაობას,
სუფთა ფურცლიდან,
კონკრეტული გზამკვლევით
განგვეახლებინა
სტრატეგიული პარტნიორობა
საქართველოსა და აშშ-ს
შორის. თუმცა, პასუხი ჩვენს
წერილზე და საჯარო
განცხადებებზე დღემდე არ
მიგვიღია. მეტიც, დღემდე
უმაღლეს დონეზე არ
შემდგარა არავითარი
კომუნიკაცია საქართველოს
და აშშ-ს ხელისუფლებებს
შორის.აღნიშნული დუმილი
გასაკვირია ქართველი
ხალხისთვის და
საქართველოს
ხელისუფლებისთვის
რამდენიმე მიზეზის გამო:–
პირველ რიგში, უკვე მრავალი
წელია, საქართველო არის
აშშ-ს ყველაზე საიმედო
პარტნიორი ჩვენს ურთულეს
რეგიონში, რომელსაც
აშშ-სთვის სტრატეგიული
მნიშვნელობა აქვს.
საქართველო მხარში ედგა
აშშ-ს ყველაზე ცხელ
წერტილებში, მათ შორის
ერაყში და ავღანეთში, სადაც
საქართველო ერთ სულ
მოსახლეზე ყველაზე მეტი
ჯარისკაცით იყო
წარმოდგენილი. მხოლოდ ამ ორ
მისიაში მონაწილეობით,
ჩვენმა პატარა ქვეყანამ
აშშ-ს 2.5 მილიარდი დოლარი
დაუზოგა, რაც აშშ-ს
ბიუჯეტიდან
საქართველოსთვის გაწეულ
რეალურ (!) დახმარებას
მრავალჯერ აღემატება
(რეალურ დახმარებაში არ
ვთვლით თანხებს, რომელიც
აშშ-ს ბიუჯეტიდან
ექს-პრეზიდენტ მიხეილ
სააკაშვილის რეჟიმის
გადასარჩენად გამოიყო 2008-11
წლებში, მას შემდეგ, რაც
სააკაშვილმა “დიფ
სთეითის” დავალებით
რუსეთთან ომი დაიწყო;
რეალურ დახმარებაში, ასევე,
არ ვთვლით თანხებს, რომელიც
ამერიკის საელჩოს, USAID-ის,
NED-ის, სოროსის ფონდის და
სხვა არხებით,
საქართველოში
რადიკალიზმისა და
სიძულვილის
გასაღვივებლად,
რევოლუციების მოსაწყობად,
საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის
იმიჯის შესალახად,
რელიგიური ექსტრემიზმის
წასახალისებლად,
სახელმწიფო ინსტიტუტების
დასასუსტებლად, გენდერული
და ლგბტ-პროპაგანდის
საწარმოებლად და სხვა
მსგავსი მიზნებით
გამოიყოფოდა). იმ
გარემოების
გათვალისწინებით, რომ
საქართველო მრავალი წლის
მანძილზე აშშ-სთვის
ნამდვილ სტრატეგიულ
პარტნიორად რჩებოდა და
ამგვარი სტრატეგიული
პარტნიორობის აღდგენის
მზაობას დღესაც
გამოხატავს, ახალი
ადმინისტრაციის დუმილი
როგორც საქართველოს
ხელისუფლებისთვის, ისე
ქართველი ხალხისთვის
გასაკვირია;–
საერთაშორისო რეიტინგების
თანახმად, საქართველო არის
ლიდერი რეგიონში
დემოკრატიის, სამართლის
უზენაესობის, ადამიანის
უფლებების, მედიის
თავისუფლების,
სასამართლოს
დამოუკიდებლობის,
სახელმწიფო ინსტიტუტების
სიძლიერის, კორუფციის
სიმცირის და სხვა
კრიტერიუმების მიხედვით.
საქართველოს ლიდერობას
ადასტურებენ ისეთი
ინსტიტუტებიც, რომელთა
მიმართ თქვენს
ადმინისტრაციას
განსაკუთრებული ნდობა
აქვს. ამ ყველაფრის
გათვალისწინებით და იმ
ფონზე, რომ თქვენ არაერთ,
თუნდაც, ღიად
არადემოკრატიულ და
ავტორიტარულ
სახელმწიფოსთანაც
აწარმოებთ აქტიურ დიალოგს
და კომუნიკაციას,
საქართველოსთან
დაკავშირებით თქვენს
დუმილს ჩვენთვის ლოგიკური
ახსნა არა აქვს”.ის აქვე
აცხადებს, რომ „ქართული
ოცნებისა” და ტრამპის
ადმინისტრაციის საჯარო
რიტორიკაში
„თვალშისაცემია სრული
ღირებულებითი და
იდეოლოგიური თანხვედრა
ჩვენს ხედვებს
შორის”.კობახიძე
აკრიტიკებს ორპარტიული
მხარდაჭერის მქონე "MEGOBARI
აქტსაც", მას კიდევ ერთხელ
უწოდებს „მტრულს” და
ამბობს, რომ ყურადღებას
საერთოდ არ
გაამახვილებდნენ, რომ არა
ის გარემოება, რომ არაერთი
ადამიანი მას ტრამპის
ადმინისტრაციას
„მიაწერს”.„ამ აღქმას
ამყარებს ის გარემოებაც,
რომ თქვენს
ადმინისტრაციას „MEGOBARI
აქტზე“ არავითარი
კრიტიკული განცხადება არ
გაუვრცელებია. ამ
ყველაფრის გამო, ეს კანონი
ამცირებს ქართველი ხალხის
ნდობას არა მხოლოდ
კონგრესის, არამედ,
სამწუხაროდ, თქვენი
ადმინისტრაციის მიმართაც,
რომელსაც ქართული
საზოგადოება სხვაგვარი
იმედით შეჰყურებდა”, - წერს
კობახიძე.კობახიძე
აცხადებს, რომ „ქართული
ოცნება” კვლავ იტოვებს
იმედს ტრამპის
ადმინისტრაციის მიერ "დიფ
სთეითის" დამარცხების
„რეალური შესაძლებლობის”
შესახებ, წინააღმდეგ
შემთხვევაში, მისი თქმით,
„კვლავაც გაგრძელდება
ბაიდენის ადმინისტრაციის
პირობებში დაგეგმილი
რევოლუციური სცენარის
მოქმედება”.მისივე თქმით,
ფაქტი, რომ „USAID-ისა და NED-ის
მიერ დატრენინგებული და
დაფინანსებული 250-მდე
ადამიანი დღემდე
ყოველდღიურად იკრიბება”,
იმის უტყუარი
მტკიცებულებაა, რომ "დიფ
სთეითს" „რევოლუციის გეგმა
თაროზე ჯერაც არ
შემოუდია”.ჯო ვილსონის
თქმით, "MEGOBARI აქტის" მიღების
შემთხვევაში დასანქცირება
ემუქრება: ირაკლი
კობახიძეს -
პრემიერ-მინისტრის, კახა
კალაძეს - თბილისის მერს,
ირაკლი ღარიბაშვილს -
პარტიის ყოფილი
თავმჯდომარეს, მაკა
ბოჭორიშვილს - საგარეო
საქმეთა მინისტრს, შალვა
პაპუაშვილს - პარლამენტის
სპიკერს, ნინო წილოსანს -
ვიცე-სპიკერს, მამუკა
მდინარაძეს - საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერს,
გიორგი კალანდარიშვილს -
ცესკოს
თავმჯდომარეს.დასასანქცირებელთა
სიაში ასევე არიან: ვახტანგ
გომელაური, ანრი
ოხანაშვილი, პაატა სალია,
სულხან თამაზაშვილი,
ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი
სამხარაძე, თეა წულუკიანი,
მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან
მურუსიძე, დიმიტრი
გვრიტიშვილი, გიორგი
მიქაუტაძე, ლევან თევზაძე,
ირაკლი შენგელია, რევაზ
ნადარაია, შალვა თადუმაძე,
გიორგი გაბიტაშვილი –
გენპროკურორი, კარლო
კაციტაძე – სპეციალური
საგამოძიებო სამსახური,
გიორგი ჯავახიშვილი –
ცესკოს მდივანი, რაჟდენ
კუპრაშვილი –
ანტიკორუფციული ბიუროს
ხელმძღვანელი, ნათია
თურნავა – სების
პრეზიდენტი. ბიზნესმენები:
უჩა მამაცაშვილი, ივანე
ჩხარტიშვილი, ალექსანდრე
ივანიშვილი, ოთარ
რომანოვ-ფარცხალაძე,
ნოშრევან ნამორაძე. ჯო
ვილსონის თქმით, სანქციები
ემუქრებათ
"პროპაგანდისტებსაც" სადაც
მოიაზრება: ირაკლი რუხაძე,
ლაშა ნაცვლიშვილი, ვასილ
მაღლაფერიძე, თინათინ
ბერძენიშვილი, კახა
ბექაური.
1747122123