თბილისი (GBC) - პარლამენტმა 85 ხმით (არცერთი წინააღმდეგი) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძე ოთხშაბათს დაამტკიცა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მდინარაძე გააძლიერებს უსაფრთხოების სისტემას. თავად მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სისტემას სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები. სიძლიერე წარმოუდგენელია, მთავარი რგოლის, სპეცსასწავლებლის გარეშე. მან უშიშროების აკადემიის აღდგენა დააანონსა, თანამედროვე მოდიფიკაციით.
მდინარაძეს „მშვიდობიან დამხობასთან“დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილის შესაძლო დაჭერაზე ჰკითხეს, მშვიდობიანად, როგორც ვოლსკიმ თქვა. ასევე,კორუფციაში მხილებულ ყოფილი თანაგუნდელების დაკავებაზე
მდინარაძის პასუხით, ომით არავის დააკავებს. არც მტკიცებულებების გარეშე. პარტიული კუთვნილებაც არ იქნება ინდურგენცია.
მდინარაძემ 6 წლით არჩეული ოხანაშვილი 5 თვეში შეცვალა. პოსტიდან ანრის ვადამდე გაშვების მიზეზებზე მედიის კითხვას "რა ვერ გააკეთა ოხანაშვილმა?" ელოდა, თუმცა არ უპასუხა, არარელევანტურად მიიჩნია. "პროვოკაციულ" კითხვაზე პასუხი მას არ შეშვენის. განსაკუთრებით ახლა, საპასუხისმგებლო თანამდებობის პირის სტატუსში.
როგორც თქვა, ის და ანრი ქვეყნისთვის ბრძოლაში გამობრძმედილები არიან. 2016 წლიდან ერთად მოდიან და დიდი ურთიერთნდობა აქვთ.
მამუკა მდინარაძე 2016 წლიდან „ქართული ოცნების” წევრია და პარლამენტის დეპუტატი იყო.