თბილისი (GBC) – საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ GBC-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. 

წყაროს ინფორმაციით, თანამდებობა, შესაძლოა, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმაც დატოვოს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის სავარძელს ირაკლი კობახიძეს დაუთმობს. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ღარიბაშვილი კი თავად კობახიძის თანამდებობაზე გადავა მმართველი პარტიის სათავეში.

დღეს, ორშაბათს, 17.00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში პრემიერ ღარიბაშვილის ბრიფინგია ჩანიშნული.