თბილისი (GBC) – ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი და ფუძემდებელი თენგიზ ცერცვაძე, ავადმყოფობის შედეგად, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა გარდაიცვალა.
თენგიზ ცერცვაძე იყო ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, ასევე ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიის და ინფექციური დაავადებების საზოგადოების, ევროპის ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ასოციაციის, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, შიდსის საერთაშორისო საზოგადოების წევრი. იყო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ასევე, ღირსების ორდენის კავალერი.