თბილისი (GBC) – უკრაინის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის უდავო პოზიტივია ის, რომ ის არ ითვალისწინებს ეროვნული ბანკისგან დაფინანსებას. ამის შესახებ უკრაინის ბანკების მთავარი რეგულატორის ხელმძღვანელის მოადგილემ სერგეი ნიკოლაიჩუკმა RBC-Ukraine-სთან ინტერვიუში თქვა. 

„ჩვენი აზრით, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და ხელისუფლების სხვა ორგანოების ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ამ ამბიციური გეგმის შესრულებას უცხოური აქტივების მოზიდვისა და შიდა საკრედიტო ბაზრის აღდგენით“, – თქვა მან.

როგორც ნიკოლაიჩუკმა აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტი – სამხედრო პერიოდის ბიუჯეტია. „გასაგებია, რომ დოკუმენტი არ ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომელიც დიდი გაურკვევლობით ხასიათდება დღეს. ასევე დიდი გაურკვევლობაა შემოსავლებისა და ხარჯების ნაწილშიც“, – თქვა მან.

2022 წლის ბიუჯეტში უკრაინის ეროვნულმა ბანკმა 355 მლრდ გრივნა ($9,6 მლრდ) ჩარიცხა ემისიის სახით.