ტრანსპორტმა და სურსათმა ინფლაცია 5.9%-მდე დააჩქარა
რაც შეეხება საბაზო
ინფლაციას, აღნიშნულმა
მაჩვენებელმა 2026 წლის
აპრილში, გასული წლის
შესაბამის პერიოდთან
შედარებით 3.5% შეადგინა,
ხოლო თამბაქოს გარეშე
წლიური საბაზო ინფლაციის
მაჩვენებელი 3.2%-ით
განისაზღვრა.ყოველთვიური
ინფლაციის მაჩვენებლის
ფორმირებაზე ძირითადი
გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:ტრანსპორტი:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
4.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე
0.57 პ.პ.-ით აისახა. ფასები,
ძირითადად, მომატებულია
პირადი სატრანსპორტო
საშუალებების
ექსპლუატაციაზე (6.9%) და
სატრანსპორტო
მომსახურებაზე
(3.1%);საცხოვრებელი, წყალი,
ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში
ფასები მომატებულია 5.8%-ით,
რაც 0.53 პ.პ.-ით აისახა მთლიან
ინდექსზე. ფასები
გაზრდილია ქვეჯგუფებზე:
ელექტროენერგია, აირი და
სათბობის სხვა სახეები (9.9%),
საცხოვრებლის მიმდინარე
მოვლა და შეკეთება (1.9%) და
ფაქტიური გადასახადი
საცხოვრებელზე
(1.4%);ტანსაცმელი და
ფეხსაცმელი: ფასები
გაზრდილია 5.3%-ით, რაც 0.23
პ.პ.-ით აისახა თვის
ინფლაციაზე. ფასები
გაიზარდა როგორც
ფეხსაცმლის (5.3%), ისე
ტანსაცმლის (5.3%)
ქვეჯგუფებზე;სურსათი და
უალკოჰოლო სასმელები:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
0.5%-ით, რაც თვის ინფლაციაზე
0.19 პ.პ.-ით აისახა. ფასები
გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
ხილი და ყურძენი (3.7%),
ბოსტნეული და ბაღჩეული (2.1%),
შაქარი, ჯემი და სხვა
ტკბილეული (2.1%), თევზეული (1.6%),
ყავა, ჩაი და კაკაო (1.2%), ხორცი
და ხორცის პროდუქტები (0.7%),
პური და პურპროდუქტები (0.5%),
ზეთი და ცხიმი (0.1%). ამასთან,
ფასები შემცირდა
ქვეჯგუფებზე: მინერალური
და წყაროს წყალი, უალკოჰოლო
სასმელები და ნატურალური
წვენები (-2.5%) და რძე, ყველი და
კვერცხი (-1.5%).საქსტატის
მონაცემებით, წლიური
ინფლაციის ფორმირებაზე
ძირითადი გავლენა იქონია
ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე: სურსათი და
უალკოჰოლო სასმელები:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
7.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე
2.58 პ.პ.-ით აისახა. ფასები
მომატებულია ქვეჯგუფებზე:
თევზეული (21.3%), ხილი და
ყურძენი (11.8%), ხორცი და
ხორცის პროდუქტები (10.1%),
ბოსტნეული და ბაღჩეული (9.3%),
პური და პურპროდუქტები (7.7%),
შაქარი, ჯემი და სხვა
ტკბილეული (7.3%), ზეთი და
ცხიმი (6.3%), რძე, ყველი და
კვერცხი (4.5%), ყავა, ჩაი და
კაკაო (3.2%), მინერალური და
წყაროს წყალი, უალკოჰოლო
სასმელები და ნატურალური
წვენები (0.8%);ტრანსპორტი:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
10.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე
1.2 პ.პ.-ით აისახა. ფასები
გაიზარდა პირადი
სატრანსპორტო
საშუალებების
ექსპლუატაციაზე (15.1%) და
სატრანსპორტო
მომსახურებაზე
(9.2%);საცხოვრებელი, წყალი,
ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში
ფასები მომატებულია 6.5%-ით,
რაც 0.62 პ.პ.-ით აისახა მთლიან
ინდექსზე. ფასები
გაზრდილია ქვეჯგუფებზე:
ელექტროენერგია, აირი და
სათბობის სხვა სახეები (10.2%),
საცხოვრებლის მიმდინარე
მოვლა და შეკეთება (4.3%) და
ფაქტიური გადასახადი
საცხოვრებელზე
(3.5%);სხვადასხვა საქონელი და
მომსახურება: ჯგუფში
ფასები გაიზარდა 9%-ით, რაც 0.45
პ.პ.-ით აისახა მთლიან
ინდექსზე. ფასები,
ძირითადად, მომატებულია
ქვეჯგუფებზე: პირადი
ნივთები, სხვა
კატეგორიებში ჩაურთველი
(49.6%), დაზღვევა (8.5%), პირადი
ჰიგიენა (4.6%).
1777879492