თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $4 699.3 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი $1 326.0 მლნ–ს შეადგენს (შემცირდა 9.3%-ით), ხოლო იმპორტი $3 373.3 მლნ–ს (შემცირდა 5.3%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-მარტში, 2 047.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.6%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს  გრაფიკული გამოსახულება, 2021-2024 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით:

საქსტატის ინფორმაციით ქვემოთ მოცემული ცხრილი აჩვენებს 2022-2024 წლებში ექსპორტ-იმპორტის ყოველთვიურ დინამიკას აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ასევე მათ პროცენტულ ცვლილებას წინა წლის შესაბამის 
თვესთან შედარებით.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან 
ექსპორტსა და იმპორტში.

საქსტატის ინფორმაციით 2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა 
საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (235.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (160.8 მლნ. აშშ დოლარი) და ყაზახეთი (147.0 მლნ. აშშ დოლარი).