თბილისი (GBC) - საქსტატი ადგილობრივი ექსპორტის Q1-ის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $1 326.0 მლნ შეადგინა, რაც 9.3%-ით ნაკლებია 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.7%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 21%-ით შემცირდა და $605.6 მლნ-ს გაუტოლდა.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს შესაბამისი მაჩვენებლების განვითარების ტენდენციას 2021-2024 წლებში.

ქვემოთ მოცემულ ცხრილი ასახავს საქართველოდან 2022-2024 წლებში განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის ყოველთვიურ დინამიკას აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ასევე მათ პროცენტულ ცვლილებას წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით.

2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.8% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი ($132.1 მლნ-ით), თურქეთი ($82.3 მლნ-ით) და ჩინეთი ($56.5 მლნ-ით)

2024 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი $83.2 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები $72.5 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 
12%-ით), ხოლო მესამე ადგილს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს $39.5 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.5%-ით)