თბილისი (GBC) – საქსტატის გამოკვლევის მიხედვით, საქართველოში 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 89.8 % ფლობს მობილურ ტელეფონს. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით მეტია.
ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 92.7 და 85.2 % შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია 6 წლის და უფროსი ასაკის იმ მოსახლეობის პროცენტული წილი, ვინც ფლობს მობილურ ტელეფონს.