თბილისი (GBC) – ჩინეთის საკვანძო საფონდო ინდექსები სამშაბათს მკვეთრად დავარდა, რასაც ანალიტიკოსები ქვეყნის ხელისუფლების მიერ ცოტა ხნის წინ გამოცხადებული ეკონომიკის მასტიმულირებელი ზომებისადმი ინვესტორების უნდობლობას უკავშირებენ. 

ინდექსმა Shanghai Composite 6,6% დაკარგა, Shenzhen Composite — 8,1%, CSI 300 — 7%, ჰონკონგის Hang Seng – 1,3%. ამასთან, დანარჩენმა აზიურმა ინდექსებმა ზომიერი ზრდა აჩვენეს: იაპონური Nikkei 225 0,9%–ით გაიზარდა, ინდური Bombay Sensex – 0,4%–ით, ხოლო Taiwan SE — 0,2%–ით.

გასულ კვირაში სააგენტო Nikkei–ს მიერ გამოკითხულმა ჩინელმა ეკონომისტებმა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, მანამდე დაფიქსირებული 4,9%–დან 4,8%–მდე შეამცირეს.