საქართველოს რკინიგზაზე ტვირთბრუნვა 6.8%-ით, მგზავრთნაკადი – 25.2%-ით შ...
2025 წლის I კვარტალში
საერთაშორისო გადაზიდვის
რეჟიმში რკინიგზით
გადატანილი ტვირთის
ჯამური მოცულობის 74.1% მოდის
ქვეყანაში შემოტანილ
ტვირთზე, 25.9% კი — ქვეყნიდან
გატანილზე.2025 წლის I
კვარტალში რკინიგზით
შემოტანილი ტვირთის
მთლიანი მოცულობის 51%-ის
გამომგზავნ ქვეყანას
რუსეთის ფედერაცია
წარმოადგენდა, 23.2%-ის
გამომგზავნს —
აზერბაიჯანი, თითოეული
დანარჩენი გამომგზავნი
ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე
ნაკლები იყო (ჯამურად 25.8%).2025
წლის I კვარტალში რკინიგზით
გატანილი ტვირთის მთლიანი
მოცულობის 12.8%-ის
დანიშნულების ქვეყანას
რუსეთის ფედერაცია
წარმოადგენდა, 9.1%-ისას —
სომხეთი, 8%-ისას — ყაზახეთი,
თითოეული დანარჩენი
ტვირთის მიმღები
ქვეყნების წილი კი
შედარებით ნაკლები იყო
(ჯამურად 70.1%).2025 წლის I
კვარტალში ტრანზიტით
გადატანილი ტვირთის
მთლიანი მოცულობის
განაწილება დანიშნულების
ქვეყნის მიხედვით
შემდეგნაირი იყო: 13.2% —
თურქეთი, 9.7% — ნიდერლანდები,
5.3% — უკრაინა, 3.8% — ჩინეთი, 3.3% —
რუმინეთი, 2.5% — იტალია, 0.8% —
აშშ, დანარჩენი კი სხვა
ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე
პერიოდში, ტრანზიტით
გადატანილი ტვირთის 3.3%
ბრაზილიიდან გამოიგზავნა.
2.3% — თურქეთიდან, 2.2% —
საბერძნეთიდან, ხოლო
დანარჩენი სხვა ქვეყნებზე
მოდიოდა.საანგარიშო
პერიოდში, რკინიგზით
გადატანილი ტვირთის
მთლიანი მოცულობის 34.5%
მოდიოდა კოქსისა და
რაფინირებული
ნავთობპროდუქტების
სასაქონლო ჯგუფზე; 20.6% —
ქიმიკატების, ქიმიური
პროდუქტების და ხელოვნური
ბოჭკოების; რეზინის და
პლასტმასის პროდუქტების
სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 17.8% —
ლითონის მადანსა და სხვა
სამთო და კარიერულ
პროდუქტებზე.2025 წლის I
კვარტალში სასაქონლო
ჯგუფების მიხედვით
განაწილება განსხვავებული
იყო ადგილობრივი
გადაზიდვების შემთხვევაში
და 55.3% ლითონის მადანსა და
სხვა სამთო და კარიერულ
პროდუქტებზე მოდიოდა, 27.1%
ეჭირა კოქსსა და
რაფინირებულ
ნავთობპროდუქტებს, ხოლო 7.4%
— სატრანსპორტო
აღჭურვილობის სასაქონლო
ჯგუფს.საერთაშორისო
გადაზიდვებს, საანგარიშო
პერიოდში რაც შეეხება
რკინიგზის საშუალებით
ძირითადად შემოტანილია:
კოქსი და რაფინირებული
ნავთობპროდუქტები (49.3%), სხვა
არამეტალური მინერალური
პროდუქტები (18.5%), ძირითადი
ლითონები (7.1%), ლითონის
მადანი და სხვა სამთო და
კარიერული პროდუქტები (6.6%),
ქვანახშირი და ლიგნიტი;
ნედლი ნავთობი და
ბუნებრივი აირი (5.8%), სოფლის
მეურნეობის, ნადირობისა და
მეტყევეობის პროდუქტები
(5.1%), ქიმიკატები, ქიმიური
პროდუქტები და ხელოვნური
ბოჭკოები (3.2%). რკინიგზის
საშუალებით ძირითადად
გატანილია: ქიმიკატები,
ქიმიური პროდუქტები და
ხელოვნური ბოჭკოები (42.1%),
საკვები პროდუქტები,
სასმელები და თამბაქო (29.1%),
ლითონის მადანი და სხვა
სამთო და კარიერული
პროდუქტები (11.4%), ძირითადი
ლითონები (6.7%). 2025 წლის I
კვარტალში ტრანზიტული
ტვირთის მთლიანი
მოცულობის 79.8% სამ
სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა,
კერძოდ: კოქსი და
რაფინირებული
ნავთობპროდუქტები (33.8%),
ქიმიკატები, ქიმიური
პროდუქტები და ხელოვნური
ბოჭკოები (27.8%), ლითონის
მადანი და სხვა სამთო და
კარიერული პროდუქტები (18.2%).
2025 წლის I კვარტალში
საქართველოს რკინიგზის
მიერ გადაყვანილია 348.8
ათასი მგზავრი, რაც 25.15-ით
ნაკლებია გასული წლის
შესაბამისი პერიოდის
მაჩვენებელზე. ამავე
პერიოდში მგზავრთბრუნვის
მოცულობამ 79.3 მლნ.
მგზავრ-კილომეტრი
შეადგინა, რაც 24.2%-ით
ნაკლებია გასული წლის
შესაბამის პერიოდთან
შედარებით.ამასთან,
საერთაშორისო მიმოსვლის
რეჟიმში გადაყვანილია 3
ათასი მგზავრი, რაც 21.8%-ით
ნაკლებია გასული წლის
შესაბამისი პერიოდის
მაჩვენებელზე.
საერთაშორისო მიმოსვლის
რეჟიმში გადაყვანილი
მგზავრების 61% შემოვიდა
სომხეთიდან, ხოლო სომხეთის
მიმართულებით გავიდა 39% (2025
წლის I კვარტალში სხვა
მოსაზღვრე ქვეყნის
მიმართულებით მგზავრთა
გადაყვანა არ
განხორციელებულა).
1747729377