თბილისი (GBC) – ჩინეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, ირანი და თურქეთი მნიშვნელოვან შეთანხმებამდე მივიდნენ სარკინიგზო გადაზიდვებზე უნიფიცირებულ ტარიფებთან დაკავშირებით. შეთანხმების მიზანია ჩინეთი–ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვის მოცულობის გაზრდა, რომელიც ცენტრალურ აზიაზე და ახლო აღმოსავლეთზე გაივლის. ამის შესახებ ანალიტიკური პორტალი AnewZ წერს.

აღნიშნული 6 ქვეყნის სარკინიგზო ადმინისტრაციების მაღალი დონის წარმომადგენლების შეხვედრა თეირანში გაიმართა, სადაც ძირითადი თემა ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით სატრანსპორტო დერეფნის გამართვა, რომელიც ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთზე გაივლის.

შეხვედრის მონაწილეებმა კონკურენტუნარიანი და შეთანხმებული ტარიფები დაამტკიცეს სარკინიგზო გადაზიდვებზე შემდეგი ქვეყნების გავლით: ჩინეთი – ყაზახეთი – უზბეკეთი – თურქმენეთი – ირანი – თურქეთი/ევროპა.

ტარიფების გარდა მხარეები ლოგისტიკის პარამეტრებზე და მიწოდების ერთიან ვადებზეც შეთანხმდნენ – გამარტივებული პროცედურების პირობებში.

ყაზახეთის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ–აპრილის პერიოდში ჩინეთიდან ყაზახეთის გავლით ირანში 2,6–ჯერ მეტი კონტეინერი გადაიზიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.