თბილისი (GBC) - 2025 წლის მარტში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 9.2%-ით შემცირდა (y.y) და 1,026 გიგავატსაათი (GWh) შეადგინა. 

TBC Capital-ის განმარტებით, კლება ძირითადად გამოწვეული იყო თბოელექტროსადგურების გამომუშავების 52.2%-ით და ქარის ელექტროსადგურების გამომუშავების 22.6%-იანი კლებით. ამავე დროს, ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება 14.4%-ით გაიზარდა და 831 GWh-ს მიაღწია.

თბოელექტროსადგურების მიერ მარტში გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 189 გიგავატსაათი (GWh) შეადგინა, ხოლო ქარის ელექტროსადგურების გამომუეავებამ 6.5 GWh შეადგინა.

1Q25-ში ჯამში ელექტროენერგიის გამომუშავება 15.6%-ით შემცირდა (y.y) და 2,809 GWh შეადგინა.

ამის ფონზე, მარტში, მოხმარება წლიურად 4.2%-ით გაიზარდა (y.y) და 1,232 GWh შეადგინა. საცალო მოხმარება 2.5%-ით გაიზარდა და 693 GWh შეადგინა, ხოლო პირდაპირი მომხმარებლების მოხმარება 16.6%-ით გაიზარდა და 285 GWh შეადგინა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება კი 3.1%-ით შემცირდა და 253 GWh-ს შეადგენდა.

წლის დასაწყისიდან 1Q25-ში, მოხმარება 1.3%-ით გაიზარდა და 3,656 GWh შეადგინა, რაც საინვესტიციო ბანკის თქმით, ბაზრის მიწოდებისა და მოთხოვნის დინამიკაში არსებულ ცვლილებებს ასახავს.