თბილისი (GBC) – „საქართველოს რკინიგზის“ ახალ გენერალურ დირექტორად ლაშა აბაშიძე დაინიშნა. 

როგორც რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს 7 მაისის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, დავით ფერაძე გათავისუფლდა რკინიგზის გენერალური დირექტორის პოზიციიდან და მის ნაცვლად ლაშა აბაშიძე აირჩიეს.

ლაშა აბაშიძე დავით ნარმანიას მერობის პერიოდში ვიცე–მერის თანამდებობას იკავებდა, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში კი მის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.