თბილისი (GBC) - სებმა Bmatch პლატფორმაზე მარტში განხორციელებული ინტერვენციების შედეგად საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $101.7 მლნ–ით შეავსო – $4.31 მილიარდამდე. 

სები აღნიშნავს სავალუტო რეზერვების როლზე ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში და სებ-ის მიდგომაზე, რომ შეავსოს რეზერვები, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა. 

წელს, იანვარ-თებერვალში სებ-ს ვალუტა არ შეუსყიდია. Bmatch-ზე აპრილის ტრანზაქციის მონაცემები  27 მაისს გამოქვეყნდება. მარტამდე ეროვნული ბანკი შიდასამთავრობო კონვერტაციებით შემოიფარგლებოდა. 

>გაიგე მეტი