თბილისი (GBC) - სებ-ის სტატისტიკით, 9 თვის ანგარიშით (Q3//2024), საბანკო სექტორის მოგების გადასახადი 400 მლნ ლარს აღემატება.

საინვესტიციო ბანკირების მოლოდინით, 2024-ის მოგებიდან 2025 -ის ბიუჯეტში ბანკების შენატანი ნახევარ მილიარდს 2 ასეულით გადაჭარბებს.

ბანკები, როგორც იცით, გადასახადს გასული წლიდან, გაზრდილი, 20%-იანი განაკვეთით ისტუმრებენ. Q3/2024 -ის კონსოლიდიორებული წმინდა მოგება 2.3 მლრდ ლარია, მოგება გადასახადი გადახდამდე კი 2.7 მლრდ -ს აღემატება.

სექტორი ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორია და ბანკებს, სხვა კომპანიების ანალოგიურად, მოგების გადახდის ვალდებულება წელში 4-ჯერ უდგება (ბალანსის ვადამდე შევსებაც არ იზღუდება). საგადასახადო კოდექსის თანახმად, 2024 წლის დეკლარაციის წარდგენის ვადა 2025 წლის 1 აპრილამდეა, 4-ად განაწილებული (25%+25%+25%+25%) მოგების გადასახადი არაუგვიანეს 15/05;15/07;15/09 და 15/12  სტუმრდება.

მომგებიანი ბანკების (12) კრებსითი მაჩვენებელი 2,3  მლრდ ლარია. ზარალზეა 5 ბანკი, მათ შორის სილქ ბანკი, ასევე სანქცირებული ვითიბის შვილობილი, რომელსაც საოპერაციო საქმიანობნა შეზღუდული აქვს და ციფრული ბანკები (პეისერა, ჰეშ ბანკი, პეივ ბანკი), რომლებსაც სრულყოფილ საოპერაციო საქმიანობა ჯერ არ დაუწყიათ.

ბანკები საოპერაციო მოგებით* Q3/2024

 სა                           

₾            

საქართველოს ბანკი

1.324

თიბისი  

1,054

ლიბერთი

0.098

ბაზისბანკი

0.064

კრედო

0,057

პროკრედიტ ბანკი

26,311

ქართუ

0,034

                         

 მლრდ ₾   

                              ₾

₾            

წყარო: კომერციული ბანკები & BRG

 

*დაუბეგრავი მოგებით