თბილისი (GBC) - ოქროს და აშშ დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
გაცვლითი კურსის ანალიზისას, ტრადიციულად, ლარი/ აშშ დოლართან დარდება. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ ბევრი, თავდაპირველად გაკვირვებით და მცირედი სკეპტიციზმითაც კი ხვდება იმ ფაქტს, რომ, სინამდვილეში, ლარი /ევროსთან უფრო სტაბილურია.
თიბისი კაპიტალის მკითხველმა კარგად იცის, რომ დოლართან ლარის მერყეობა მხოლოდ მოკლევადიან პერიოდშია უფრო დაბალი. ერთი წლის და უფრო ხანგრძლივი პერიოდის ჭრილში კი პირიქითაა.
იმავე დასკვნის საშუალებას იძლევა რეგიონის სხვა ვალუტების ანალიზიც.
მიზეზები :
- საქართველოს ეკონომიკის ციკლები ევროკავშირის ეკონომიკის ციკლებთან გაცილებით მჭიდრო კავშირშია. ამდენად, ეკონომიკური ზრდაც, როგორც წესი, უფრო მაღალია, როდესაც ევრო შედარებით მყარია;
აშშ დოლარი ქვეყნის მთავარი ტრანზაქციული ვალუტა კი არის, თუმცა ეს არ ნიშნავს ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ცვლადებთან უფრო მეტ სიახლოვეს. ევროკავშირი სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროდ რჩება, ხოლო სხვა ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების დიდი ნაწილი (ნავთობის ექსპორტიორები, მეზობელი ქვეყნები) აგრეთვე ევროკავშირის ეკონომიკურ ციკლებთან მეტად თანხვედრაშია. ისტორიულად ამის მიზეზს, მათ შორის, აშშ დოლარსა და ნავთობის ფასებს შორის უარყოფითი კორელაცია წარმოადგენდა, თუმცა 2022 წლის შემდეგ ეს კავშირი დასუსტებულია;
აშშ დოლარის უსაფრთხო აქტივის სტატუსი წარსულში გლობალური რეცესიის ან/და მომატებული რისკის დროს მის გამყარებას მოიაზრებდა, რაც დოლარში გამოსახული შემოსავლების ვარდნის დამატებით გაუარესებას იწვევდა. ბოლო პერიოდში, როგორც ჩვენს არაერთ პუბლიკაციაში იყო აღნიშნული, ეს სტატუსი გარკვეულწილად შეცვლილია.
მთლიანობაში, ევროსთან ლარის შედარებითი სტაბილურობა თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ერთ-ერთ ფუნდამენტურ კომპონენტს წარმოადგენს. სხვა თანაბარ პირობებში, ეს ნიშნავს, ევროში მეტი სესხის აღების ოპტიმალურობას. ახლო აღმოსავლეთის მოვლენების ფონზე დღის წესრიგში დგება აშშ დოლარის უსაფრთხო აქტივის სტატუსის პოტენციური გადააზრება.
სავალუტო სტრატეგია საშუალო და გრძელვადიან ინდიკატორებზე კი დგება. თუმცა, შესაძლებელია, მოკლევადიანი ინდიკატორები გრძელვადიანი პროგნოზების ცვლილების საჭიროებაზეც მიუთითებდეს.
ამდენად, გასაანალიზებელია მსოფლიო ბაზრების რეაქცია მიმდინარე მოვლენების მიმართ. არის თუ არა საჭირო რეკომენდაციების კორექტირება.
უფრო კონკრეტულად, ბოლო თვეში აშშ დოლარი გლობალურად მყარდება. ეს მოკლევადიანია თუ ისევ უსაფრთხო აქტივის სტატუსის გაძლიერებას უკავშირდება, კვლავ ოქროს ფასის ანალიზი დაგვეხმარება.
ნოემბრის პუბლიკაციაში ფასების მაშინდელი ზრდა დიდწილად სტრუქტურულ ფაქტორებს ასახავდა, რაც აშშ დოლარისთვის ნეგატიურია, ევროსთვის პოზიტიური.
ჩნდება კითხვა, ხომ არ მიუთითებს ფასების კლება საპირისპირო ტენდენციაზე, რაც აშშ დოლარში ნაკლები სესხის რეკომენდაციის წინაპირობა იქნებოდა. საინვესტიციო ბანკის პასუხი უარყოფითია. და აი რატომ:
- ფასები მცირდება არა მხოლოდ ოქროზე, არამედ ნებისმიერ უსაფრთხო აქტივზე. მ.შ. შვეიცარიულ ფრანკზე, რომელსაც კრიზისებისას გამყარება ახასიათებს ხოლმე. ასე იყო ახლო აღმოსავლეთში შარშანდელი ესკალაციისას
- არ შეინიშნება აშშ-ის საფონდო ბირჟაზე განწყობების მნიშვნელოვანი გაუარესება. როგორც ჩანს, ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივების ძიება ამჟამად ნაკლებ პრიორიტეტულია
- საპირისპიროდ, გაზრდილია საპროცენტო განაკვეთები, რაც ინფლაციურ რისკებთან და შესაბამისად, ცენტრალური ბანკების მკაცრ მონეტარულ პოლიტიკის შენარჩუნება/გამკაცრების მოლოდინს უკავშირდება
- ეს კი ოქროზე უარყოფითად მოქმედებს
კონფლიქტის დეესკალაციის შესახებ ბაზრის რეაქცია ერთმნიშვნელოვან მიუთითებს, რომ მთავარ საფრთხე ინფლაციის ზრდაა.
TBC კაპიტალს ბაზრის ქცევა აფიქრებინებს, რომ თუ ორიენტირი უსაფრთხო აქტივის ძიებაა, მაშინ ოქრო მყისიერად კი არ გაძვირდებოდა, ნიუსების საპასუხოდ. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება იქნებოდა ეს კონფლიქტის დასრულების ალბათობის ზრდაზე თუ მოლაპარაკების დაწყების თაობაზე.
ამასთან, აშშ დოლარის, აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის და ოქროს ფასის დინამიკა დიდწილად იმეორებს 2022 წლის ტენდენციებს. მაშინ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ოქროს გაძვირება მოჰყვა. თუმცა, მალევე, ინფლაციური მოლოდინების ზრდასთან ერთად, განაკვეთები გაიზარდა და აშშ დოლარი გამყარდა, ოქროს ფასი კი შემცირდა. 2022 -ის ბოლოს, როდესაც აშშ-ში ინფლაცია შენელდა, დოლარი კვლავ გაუფასურდა, ოქრო კი გაძვირდა.
პუბლიკაციის სრულ ვერსიაში მოხმობილია ოქროს ფასზე შესაძლო მოქმედი რამდენიმე მოკლევადიანი ფაქტორი, მათ შორისაა სპეკულაციური აქტივობა, კომპიუტერული ალგორითმები და ინვესტორების მხრიდან (ცენტრალური ბანკების ჩათვლით) ფასების შარშანდელი ზრდის შედეგად მიღებული მოგების რეალიზაცია.
ამდენად, თუ აშშ დოლარის გამყარება უსაფრთხო აქტივის სტატუსის გაძლიერებით არ არის განპირობებული, რას ვიტყოდით სხვა საშუალო და გრძელვადიან ფაქტორებზე?
ფისკალური პოლიტიკა; ოქროზე ინსტიტუციური მოთხოვნის ზრდა; ცენტრალური ბანკების მიერ რეზერვების დივერსიფიკაცია; აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის დამოუკიდებლობის დასუსტება, - ყველა ეს სტრუქტურული ფაქტორი, TBC კაპიტალის შეფასებით, აშშ დოლარისთვის უარყოფითი რჩება.
დოლარის წამყვანი პოზიცია, ნავთობის ფასის სწორედ დოლარში დენომინირებას უკავშირდება. ცვალებადი გეოპოლიტიკურ გარემოში ამ ფაქტორის შესაძლო დასუსტებაც საყურადღებოა.
რას ნიშნავს ეს ყოველივე? - TBC კაპიტალის პროგნოზი
- ომი რომ დასრულდება, ევრო გამყარდება (მით უფრო რომ მანამდეც აშშ დოლართან ზედმეტად გაუფასურებული რჩებოდა).
- ამდენად, აშშ დოლარის პერსპექტივა საშუალოვადიან პერიოდში კვლავ შედარებით სუსტია, რაც დოლარში დაკრედიტების ზრდის მხარდამჭერი ფაქტორია
- რასაკვირველია სხვადასხვა გადაწყვეტილებისას, მოკლევადიანი მიზნებისთვის მეტი სიფრთხილეა მიზანშეწონილი. როგორია სასესხო კალათის ოპტიმალური სტრუქტურა? ინდივიდუალური შეფასება ყოველთვის უფრო ზუსტია, თუმცა სარეკომენდაციოც საყურადღებო და სასარგებლოა, რომელიც გასული კვირისTBC კაპიტალის მოკლე პუბლიკაციაშია