თბილისი (GBC) - მაის-ივნისში ნაღდ ფულზე მოთხოვნამ 300 მლნ -ზე მეტით გაიზარდა. მ.შ. მაისში 131 მლნ  ლარით, აპრილის 94 მილიონიანი მატების შემდეგ. 

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, 25 ივნისის მდგომარეობით, მიმოქცევაში ნაღში ფული 7,2 მლრდ ლარამდეა. რეფინანსირების სესხებზე ნაშთი ₾4.4 მილიარდი (მაისში 1.5 მილიარდით, ივნისში 100 მილიონით შემცირდა) შემცირებულია ერთდღიანი სესხების მოცულობა, 2 მლრდ  ლარამდე.

ამასთან გაზრდილია სებ-ის სავალუტო ვაჭრობა BMatch-ზე: აპრილ-მაისის წმინდა შესყიდვებმა $966 მილიარდს გადააჭარბა, იანვარ-თებერვლის ნავაჭრზე თითქმის 2-ჯერ მეტი. რამაც სავალუტო რეზერვები გაზარდა.

სარეზერვო აქტივების ზრდაზე, ასევე მოქმედებს მთავრობის მიერ მიღებული სავალუტო ჩარიცხვები, რეზერვებზე საპროცენტო შემოსავლები, მონეტარული ოქროს გადაფასება.

მარტში კი სებ-მა უფრო მეტი ვალუტა გაყიდა ვიდრე იყიდა და შესამისად წმინდა გაყიდვები იყო 16.2 მლნ აშშ  დოლარის.

 

სებ-ის წილი მთლიან სავალუტო ვაჭრობაში თვეების მიხედვით 

  

2026

წილი

მაისი

 

აპრილი

  9.5%

მარტი

  0.5%

თებერვალი

12.5%

იანვარი

 3.0%

2025

წილი

დეკემბერი

7.9%

ნოემბერი

9.2%

წყარო: სებ-