თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 22–26 ივნისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციები პარასკევს წითელ ზონაში დაიხურა.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 108.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.98% წინა კვირასთან შედარებით და -0.18% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 217 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 106.50 - 116.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 83 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 44.68 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.37% წინა კვირასთან შედარებით და +0.18% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 239 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.90 - 46.22 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.83% წინა კვირასთან შედარებით და -3.48% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 179 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.65 - 42.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.