თბილისი (GBC) - ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საქართველოდან ვიზიტორების ივნისის გადახდები 289.3 მლნ ლარია.
ივნისში წინა თვესთან შედარებით, პოს- ტერმინალებით საბარათე (ქართული ბარათებით) ტრანაქციების მოცულობა შემცირებულია (05/2025 – 319.3 მლნ), ასევე რაოდენობა, 2.854 მლნ-მდე (05/2025 -3.028 მლნ).
სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, თანხის განაღდებებზე (ბანკომატიდან ქეშად გატანა) საბარათე ოპერაციების მხოლოდ 7% მოდის. 93% / 6.8%-7.2% პროპორცია ბოლო 2 წლის განმავლობაში შენარჩუნებულია.
წლის I ნახევრის (01.07.2025) მონაცემებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ პოს-ტერმინალებით ყველაზე მეტი გადახდები, 140 მლნ ლარამდე (+29%Y.Y) იტალიაზე მოდის (01.07.2024 - თურქეთი ლიდერობდა).30%-იანი წლიური ზრდით II პოზიციაზეა დაწინაურებული ესპანეთი.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადახდები, პოს-ტერმინალებით (გამოსახული ლარში)
01.07.2025 01.07.2024
წყარო: BRG