თბილისი (GBC) - ლარზე მოთხოვნა ივლისში 180 მლნ-ით გაიზარდა. მიმოქცევაში ლარის ზრდა აპრილიდან შეუქცევადია. წინა საანგარიშო, ივნისის თვეში მატება იყო 230 მლნ ლარამდე.

ლარის მოცულობა 1 აგვისტოს მდგომარეობით,  6.9 მილიარდს აღწევს.

სებ-ის განახლებული „თვის მიმოხილვით“ ივბნისში  მთავრობის დეპოზიტებზე  სახსრები 53.7 მლნ ლარით შემცირდა, 939 მლნ ლარამდე. სარეზერვო ფულის მოცულობამ 346.1 მლნ ლარით (-4.5%m.m) დაიკლო, 7.4 მლრდ ლარამდე. მონეტარული ბაზა, 2.8%-ით (-216 მლნ m.m) შემცირდა.

სავალუტო აუქციონი არ გამართულა, (2024-ის ოქტომბრიდან, როცა სებ-მა 4 აუქციონზე (8.10; 18.10; 23.10; 25.10) $213 მლნ-ზე მეტი გაყიდა და სისტემა 600 მლნ ლარამდე ლიკვიდობა მოაკლდა.

ოვნისში  BMatch პლატფორმზე სებ-მა $266 მილიონი შიისყიდა (წმინდა შესყიდვა). რაზეც რეგულატორმა 25 ივლისსაც განაცხადა, როცა სავალუტო ოპერაციების ცხრილი განაახლა.

.მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი
.აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
.მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი
.ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი

სებ-ის წმიმდა შესყიდვებმა სავალუტო რეზერვების $400 მლნ-მდე ზრდა განაპირობა. ივლისის ნავაჭრი  25 აგვისტოს გაცხადდება, ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.

ივნისში კი შიდა სამთავრობო კონვერტაციებით სებ-ის წმინდა სავალუტო გაყიდვები  $55 მლნ-მდე  იყო, რის გამოც წმინდა უცხოური აქტივები მხოლოდ 211.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

ა.