თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის იერუნ კლიკის თქმით IV მუხლის პროგრამის ფარგლებში მისიის ვიზიტი ივნისში იგეგმება.

სსფ-ის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრთან ერთად, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორ იერუნ კლიკს და ალტერნატიულ დირექტორ მარნიქს ვან რეის შეხვდა.

მას ახლდა ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ასევე - ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები.