თბილისი (GBC) - სებ-ის პრეზოდენტის ინფორმაციით, 04/2026-ის მდგომარეობით, 2024 წლის ბოლოსთან შედარებით, სესხების დოლარიზაცია 0.7%-ით შემცირდა, 42.5%-მდე. 

ნათია თურნავამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკი დოლარიზაციის შემცირებაზე აქტიურად განაგრძობს მუშაობას

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მცირდება დეპოზიტების დოლარიზაცია, რაც მეტწილად ლარის მიმართ გაზრდილ ნდობას ასახავს.

03/2026 -ის მდგომარეობით, 2024 წელთან შედარებით დეპოზიტების დოლარიზაცია 5.6 %პ-ით - 46.6%-მდე შემცირდა. 

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა საბანკო სექტორის მდგრადობას და აღნიშნა, რომ უმოქმედო სესხების წილი მინიმუმზეა, საკრედიტო პორტფელი კი სექტორულად დივერსიფიცირებულია.