თბილისი (GBC) – სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, არარეზიდენტი იურიდიული პირების  ანგარიშებზე თანხები შემცირებულია.

უცხოური კომპანიების  მიმდინარე ანგარიშებზე, მაისის მდგომარეობით, 1.054 მლრდ ლარი რჩება (01.04.2025 – 1.231 მლრდ)  და აქედან მხოლოდ 69 მლნ-ია (6.5%) ლარში დენომინირებული. უცხოური ვალუტის  წილი  წლიურად გაზრდილია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დოლარიზაცია იყო 88.2%.

BRG-ის ინფორმაციით, აპრილში ნაშთებზე 200 მლნ-იანი კლებაა.

საანგარიშო თვეში, სავალუტო ანგარიშებიდან გატანილია (ან გადატანილი) 2.4  მლრდ ლარამდე  ეკვივალენტი უცხოური ვალუტა. სალარედან – 726 მლნ ლარი.

გატანა არ უნდა გაიგოთ ნეგატიურ კონტექსტში, კომპანიამ გარკვეული დანიშნულებით გამოიყენა. შესაძლოა ანაბარზე გადაიტანა.