თბილისი (GBC) - „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ 2025 წლის მაისში, „თიბისი ბანკის“ არხებით, მომხმარებლებმა მეტი უნაღდო დანახარჯი გასწიეს, ვიდრე წინა წლის მაისში". კერძოდ, მაისში ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურად 26%-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა.

„ამავე პერიოდში, ჯამური უნაღდო დანახარჯებში, „თიბისი ბანკის“ არხებით, რეზიდენტების წილი 86%-ს, ხოლო არარეზიდენტების წილი 14%-ს შეადგენდა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში ჯამური უნაღდო დანახარჯების უდიდესი წილი სურსათზე მოდიოდა. უფრო კონკრეტულად, მაისში რესტორნებზე ჯამური უნაღდო დანახარჯების 16%, ხოლო სურსათზე 28% მოდიოდა.

„ამავე პერიოდში, სურსათზე უნაღდო დანახარჯებში, „თიბისი ბანკის“ არხებით, წლიური 26%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საშუალო ტრანზაქციის ზომა 16 ლარია, ხოლო სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაცია 8%-ს გაუტოლდა“, - აღნიშნულია კვლევაში.

მაისში ჯამური დანახარჯების უდიდესი ნაწილი - 63% სამომხმარებლო საქონელზე მოდის, სამომხმარებლო საქონელში კი სურსათის წილი 44%-ია.

„2025 წლის მაისში, „თიბისი ბანკის“ არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და სერვისებზე, შესაბამისად, 63 და 37% შეადგინა. სურსათის წილმა საქონელზე გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში ყველაზე მაღალი წილი დაიკავა და 44%-ს გაუტოლდა“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციაში.