თბილისი (GBC) - „მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი თავდაცვისთვის და ევროკავშირთან ურთიერთობებისთვის. გაიხსნა ევროპული მხარდაჭერის პაკეტი უკრაინისთვის, ეს ჩვენს არმიას გააძლიერებს, საშუალებას მოგვცემს, კანონით განსაზღვრული სოციალური ვალდებულებები შევასრულოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ,
უკრაინისთვის ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილებაზე, 2026-2027 წ.წ.-ში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პაკეტის I ნაწილი მაისში ან ივნისში რომ გახდეს ხელმისაწვდომი, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა.
„ევროპული პაკეტის სახსრები მიმართული იქნება იარაღის წარმოებაზე, საჭირო იარაღის შესყიდვაზე პარტნიორებისგან, რომელსაც უკრაინა ჯერ არ აწარმოებს. ასევე ენერგეტიკისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მომავალი ზამთრისთვის მოსამზადებლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ. ასევე თქვა, რომ სანქციებით რუსეთზე წნეხი გაგრძელდება.