თბილისი (GBC) - "გაანადგურონ ნებისმიერი გემი, თუნდაც მცირე ზომის, რომელიც ჰორმუზის სრუტის წყლებში ნაღმებს დებს (მათი 159-ვე გემი ზღვის ფსკერზეა). ყოყმანი დაუშვებელია“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან საზღვაო ძალებს , რ ჰორმუზის სრუტეში ნაღმების განლაგებაში მონაწილე ნებისმიერი გემისთვის ცეცხლის გახსნა უბრძანა.
ტრამპის ინფორმაციით, სრუტე სუფთავდება გამნაღმველი გემების მიერ, თუმცა "მე ვბრძანებ, რომ ეს საქმიანობა გაგრძელდეს, სამმაგი ინტენსივობით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
წყარო: საზმაუ