თბილისი (GBC) - 28 ნოემბრის აქცია, პოლიციამ ძალადობრივად დაშალა, მოქალაქეებზე ფიზიკურად იძალადა და 43 მოქალაქე დააკავა, ამის შემდეგ, „ქართული ოცნების” პარლამენტმა „უსაფრთხოების წითელი დონე” აამოქმედა.

„პარლამენტის შენობაში დღეიდან, 29 ნოემბრიდან გაუქმებამდე, უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა.

წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა”, – აცხადებენ პრესსამსახურში.

პოლიცია ანტირუსული საპროტესტო აქციის დარჩენილ მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე დაედევნა, ფიზიკურად გაუსწორდა, ზოგიერთი მათგანი დააკავა.

გასული ღამის განმავლობაში ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად გაუსწორდნენ 10-ზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს (არასრული სია):

1. გურამ როგავა, ტვ ფორმულა - ნიღბიანმა სპეცრაზმელმა პირდაპირ ეთერში თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო;
2. ალექსანდრე ქეშელაშვილი, პუბლიკა - დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა;
3. დათო ცაგარელი, რადიო თავისუფლება - პირდაპირ ეთერში ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო;
4. მარიამ ნიკურაძე, OC Media - სპეციალურად მიუშვირეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, დაუზიანდა კამერა, რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი;
5. ნანუკა ქაჯაია, ტვ პირველი - წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს;
6. დავით ბიჭიკაშვილი, ტვ პირველის ოპერატორი;
7. გიორგი შეწირული, ტვ პირველის ოპერატორი - სპეცრაზმელებმა წააქციეს და წიხლებით შედგნენ;
8. ანა მდივანი, ტვ პირველი - სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;
9. ნიკო კოკაია, ტვ პირველის ოპერატორი - სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;
10. გივი ავალიანი, ნეტგაზეთი - სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;
11. ნათია ამირანაშვილი, პუბლიკა - გააგდებინეს ტელეფონი და არ მისცეს მუშაობის საშუალება;
12. გიორგი გოგუა, პროექტი 64 - პოლიციელებმა წიხლები ურტყეს;
13. ირაკლი მანაგაძე, ექსპრესნიუსი - სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;
14. დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი;