GBC გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
GBC გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ სულის სიმტკიცეს, სიყვარულს, თავისუფლებას და წარმატებებს!
GBC გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
GBC გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ სულის სიმტკიცეს, სიყვარულს, თავისუფლებას და წარმატებებს!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
თვიური ჭრილში, 2025 წლის მარტში საბალანსე ელექტროენერგიის ფასი 1.4%-ით გაიზარდა.საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი კვლავ გააგრძელა და იმპორტის საერთო მოცულობამ 252 გიგავატსაათი შეადგინა, 2.4-ჯერ მეტი ვიდრე 2024 წლის მარტში. რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წილი იმპორტში შესაბამისად 72%, 21% და 7% იყო.2025 წლის მარტში საქართველომ იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დაახლოებით $4.5 მლნ დახარჯა.
1745506769
TBC Capital-ის განმარტებით, კლება ძირითადად გამოწვეული იყო თბოელექტროსადგურების გამომუშავების 52.2%-ით და ქარის ელექტროსადგურების გამომუშავების 22.6%-იანი კლებით. ამავე დროს, ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება 14.4%-ით გაიზარდა და 831 GWh-ს მიაღწია.თბოელექტროსადგურების მიერ მარტში გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 189 გიგავატსაათი (GWh) შეადგინა, ხოლო ქარის ელექტროსადგურების გამომუეავებამ 6.5 GWh შეადგინა.1Q25-ში ჯამში ელექტროენერგიის გამომუშავება 15.6%-ით შემცირდა (y.y) და 2,809 GWh შეადგინა.ამის ფონზე, მარტში, მოხმარება წლიურად 4.2%-ით გაიზარდა (y.y) და 1,232 GWh შეადგინა. საცალო მოხმარება 2.5%-ით გაიზარდა და 693 GWh შეადგინა, ხოლო პირდაპირი მომხმარებლების მოხმარება 16.6%-ით გაიზარდა და 285 GWh შეადგინა.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება კი 3.1%-ით შემცირდა და 253 GWh-ს შეადგენდა.წლის დასაწყისიდან 1Q25-ში, მოხმარება 1.3%-ით გაიზარდა და 3,656 GWh შეადგინა, რაც საინვესტიციო ბანკის თქმით, ბაზრის მიწოდებისა და მოთხოვნის დინამიკაში არსებულ ცვლილებებს ასახავს.
1745505757
კობახიძემ რევაზ სოხაძის გამოცდილებასა და კვალიფიკაციას გაუსვა ხაზი და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.„რევაზ სოხაძე, მოგეხსენებათ, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი, მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით. იგი წლების მანძილზე მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ, მენეჯერულ პოზიციებზე, 2017 წლიდან კი არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე", - აღნიშნა კობახიძემ.რევაზ სოხაძის შესახებ: განათლება:2007/2008 საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი მენეჯმენტის მიმართულება (GIPA).2004/2005 ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საბანკო საქმე და ფინანსების მიმართულება - მაგისტრი.2002 - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) საარჩევნო კამპანიის აკადემია.1998/2002 - ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი.სამუშაო გამოცდილება:2021 - დღემდე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი2017 - 2021 - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე.2017/2017 ნოემბერი- „ფლექსი კონსტრაქშენი“ (Flexi Construction) - აღმასრულებელი დირექტორი2016 - საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების პარტიის ვარკეთილის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის კანდიდატი, გიორგი მოსიძის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი2016/2017 – „კრწანისი ვილა რეზიდენსი“ (krtsanisi Villa residence) - აღმასრულებელი დირექტორი2013/2016 - „აი ემ ჯი დეველოპმენტი“ (IMG DEVELOPMENT) - აღმასრულებელი დირექტორი2010/2012 - პ/გ „ახალი მემარჯვენეები“ - აღმასრულებელი მდივანი2010/2011 – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ჩვენი ქალაქი“ - აპარატის უფროსი2010/2010 - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ,,ალიანსი საქართველოსათვის“ ვაკის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის კანდიდატი, დავით საგანელიძის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი2007/2009 - პ/გ „ახალი მემარჯვენეების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი2008 - საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში „გაერთიანებული ოპოზიციის“ ვაკის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის კანდიდატი, დავით გამყრელიძის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი2007/2008 - საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი, დავით გამყრელიძის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი2006/2008 - შპს „ბადაგი“-ის აღმასრულებელი დირექტორი2006 - პ/გ „ახალი მემარჯვენეები“ - მთავარი კომიტეტის წევრი2005/2007 - პ/გ „ახალი მემარჯვენეები“ - ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი2003/2005 - პ/გ „ახალი მემარჯვენეები“ - რეგიონალური სამსახურის კოორდინატორი2001/2003 - პ/გ „ახალი მემარჯვენეები“- რეგიონალური სამსახურის მთავარი სპეციალისტი2001- პ/გ „ახალი მემარჯვენეები“ - ლოგისტიკის სამსახურის უფროსი
1745501022
სსფ-ის მისიის ივნისში დაგეგმილი ვიზიტი, IV მუხლის ფარგლებში, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა იერუნ კლიკმა უკვე დააანონსა, რასაც თავად მოუთმენლად ელის.თურნავამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებს, იერუნ კლიკსა და მარნიქს ვან რეის, აშშ-ში, სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში შევხვდნენ.ისაუბრეს საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.IMF-ის შეჩერებული $280–მილიონიანი პროგრამა, 36 თვის ვადაში შესასრულებელ ვალდებულებებზე იყო მიბმული.ფონდს სებ-ის კანონპროექტზე ჰქონდა კითხვები, I ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებაზე. ცვლილებებს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ეს იყო თებერვალში, ივნისში კი პარლამენტი საკითხს მიუბრუნდა (რუსული კანონის მსგავსად, თუმცა აქ 1 წლიანი ინტერვალი იყო) ვეტო დაძლია და თურნავა I ბიცე-პრეზიდენტი გახდა. ამას დაერთო, თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე საგამონაკლისო წესის მიღება, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტები ფარცხალაძის დასანქცირებას უკავშირებენ.მე-3, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის საკუითხი იყო.
1745499953
„მსგავსი პრაქტიკა შესაძლოა მიუთითებდეს პოლიტიკური შემოწირულებების სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპანიების დაფინანსებას“, - აცხადებენ IDFI-ში.GBC ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზს სრულად გთავაზობთ:მმართველი პოლიტიკური პარტიის დაფინანსება საქართველოში მრავალი წელია ბიზნესისთვის სხვადასხვა პრივილეგიის მიღებასთან ასოცირდება. 2023 წლის ბოლოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით , შემოწირულების განხორციელება აეკრძალათ იურიდიულ პირებს (ცვლილებამდე დაშვებული იყო 120,000 ლარიანი ლიმიტი), ხოლო ფიზიკური პირის მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული შემოწირულების ლიმიტი - 60,000 ლარი, არ შეცვლილა. ამასთან, 2023 წლიდან პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგი აუდიტის სამსახურის ნაცვლად, გადაიბარა ახლად შექმნილმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ. IDFI წლების განმავლობაში სწავლობდა შემოწირულებების კანონიერებას, მათ კავშირს სახელმწიფო შესყიდვებთან და სხვა სახის პრივილეგიებთან. აღნიშნულ კვლევაში გაგაცნობთ 2024-2025 წლებში მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ შემოწირულებებს, შემომწირველების კავშირს ბიზნესთან, თავად მმართველ პარტიასთან, სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებთან და ამ პროცესში გამოვლენილ სხვადასხვა საეჭვო გარემოებებს.2024-2025 წლებში მმართველმა პარტიამ შემოწირულების სახით ჯამში 17.6 მილიონ ლარამდე მიიღო. აქედან 15.6 მილიონამდე 2024 წელს, ხოლო დარჩენილი 2 მილიონ ლარამდე თანხა, 2025 წლის 3 თვეში. ქართული ოცნების შემომწირველებიდან 70-მა ადამიანმა პარტიას კანონით დაშვებული მაქსიმუმი 60 ათასი ლარი შესწირა, რამდენიმე მათგანმა კი 2024 წელს შეწირულობის ლიმიტი ამოწურა და 2025 წლის პირველივე თვეებში ხელახლა შესწირა თანხა მმართველ პარტიას.ერთ-ერთი ასეთი შემომწირველი გივი ლებანიძეა, სს „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორის მოადგილე/ფინანსური დირექტორი, და სს „დაზღვევის კომპანია ქართუს“ ფინანსური დირექტორი. მან ქართულ ოცნებას 2024 წლის აგვისტოში 50,000 ლარი შესწირა, ხოლო არჩევნების შემდეგ, 2025 წლის 28 იანვარს - 60,000 ლარი. ლებანიძე ქართუს ერთადერთი თანამშრომელი არ არის, რომელიც მმართველ პარტიას დიდ თანხებს სწირავს.ნიკოლოზ ჩარკვიანმა, ქართუ ბანკის ფინანსური დირექტორის მოადგილემ, ლებანიძის შემოწირულებიდან ერთ დღეში, 2024 წლის აგვისტოში ქართულ ოცნებას 30,000 ლარი შესწირა, ხოლო 2025 წელის 28 იანვარს - 55,000 ლარი. იდენტურ თარიღებში ქართულ ოცნებას ჯერ 20,000 ხოლო მოგვიანებით 40,000 ლარი შესწირა ქართუ ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ გულუამ.გენერალური დირექტორის კიდევ ორმა მოადგილემ, ზურაბ გოგუამ, რომელიც ამავდროულად კომერციული დირექტორიცაა, იდენტური სტრატეგიით ჯერ 30,000, ხოლო მოგვიანებით 55,000 ლარის შემოწირულება განახორციელა, ხოლო ბექა კვარაცხელიამ, რომელიც პარალელურად რისკების დირექტორის თანამდებობას იკავებს, ჯერ - 50,000 ხოლო შემდეგ 55,000 ლარი შესწირა.სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნატო ხაინდრავამ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ 2024 წლის აგვისტოში 40,000 ლარი შესწირა, ხოლო 2025 წლის თებერვალში - 60,000 ლარი.გიორგი ტრიპოლსკიმ, რომელიც 2024 წლიდან შპს საბროკერო კომპანია ქართუ ბროკერის დირექტორის თანამდებობას იკავებს, ხოლო მანამდე სავარაუდოდ ქართუ ბანკში მუშაობდა, 2024 წლის აგვისტოში ქართულ ოცნებას 20,000 ხოლო 2025 წლის 29 იანვარს 30,000 ლარი შესწირა. იდენტურ თარიღებში 15,000 და 30,000 ლარის შემოწირულება განახორციელა ქართუ ბანკის ადამიანური რესურსების ხელმძღვანელმა ირინა მუსერიძემ. 2024 წლის 16 აგვისტოსა და 2025 წლის 30 იანვარს მმართველ პარტიას 20,000 და 30,000 ლარი შესწირა ბაჩანა ძაგანიამ, რომელიც მისი LinkedIn-ის პროფილის თანახმად ქართუ ბანკის ფინანსური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა.ბანკი ქართუს დირექტორატის ყოფილმა წევრებმა, გოჩა ჩიკვილაძემ, რომელიც ამჟამად ქართუ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორია, და მანანა ნადირაძემ 2024 წლის აგვისტოში ოცნებას შესაბამისად - 30,000 და 20,000 ლარი შესწირეს, ხოლო 2025 წლის დასაწყისში - 40,000 და 30,000 ლარი. ზურაბ თევზაძემ, რომელიც 2012 წელს ქართუ ბანკის ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა, ამჟამად კი მისი ზუსტი თანამდებობა საჯარო წყაროებში არ იძებნება, ჯამში 40,000 ლარის შემოწირულება იმავე თარიღებში განახორციელა. გოჩა ჩიკვილაძე 2023 წლის მონაცემებითაც ქართუ ჯგუფის დირექტორი იყო, ხოლო მანანა ნადირაძის და ზურაბ თევზაძის "ქართუში" დასაქმების ბოლო საჯარო ცნობები 2012 წლით თარიღდება. მიუხედავად, ამისა ისინი შემდგომ წლებშიც ქართუს სხვა თანამშრომლებთან ერთად კოორდინირებულად ახორციელებდნენ შემოწირულობებს ქართული ოცნებისთვის. მაგალითად, ზურაბ თევზაძეს მმართველი პარტიისთვის 2014 წლიდან დღემდე 141,300 ლარი აქვს შეწირული, ხოლო მანანა ნადირაძეს - 299,270 ლარი.მხოლოდ ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული ქართუს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლებისგან ქართულმა ოცნებამ 2024 წლის ზაფხულში და 2025 წლის დასაწყისში 850,000 ლარის შემოწირულება მიიღო. მსგავსი სქემა იკვეთება სხვა წლებშიც. სხვადასხვა პირის მიერ შემოწირულების განხორციელების დროში დამთხვევა და ერთნაირი სტრატეგია, აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა აღნიშნული თანხები ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკის თანამშრომლებს ორგანიზებულად გადაეცემოდეთ, მესამე პირის მეშვეობით შემოწირულების განსახორციელებლად, რაც საქართველოს კანონით პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ აკრძალულ შემოწირულებად ითვლება, ითვალისწინებს თანხების ბიუჯეტში გადამისამართებას, ხოლო სამართალდამრღვევი პირების მიმართ შესაბამის პასუხისმგებლობას. 2012 წლიდან დღემდე აღნიშნულ პირებს ჯამურად ქართული ოცნების პოლიტიკური დაფინანსებისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი აქვთ შეწირული (საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება, პარტია ქართული ოცნება და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი).გასული წლების წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის შედეგები ნათლად აჩვენებდა, რომ მმართველი პარტიის შემომწირველი კომპანიების დიდი ნაწილი მილიონობით ლარით ტენდერებს იგებდა ან/და სარგებლობდა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებით. ეს ტენდენცია წელსაც მკაფიოდ გრძელდება, კერძოდ, ქართული ოცნების შემომწირველები კვლავ იგებენ მილიონობით ლარის ტენდერებს. საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულ რამდენიმე შემთხვევას, როცა 2024 წლის არჩევნებზე მმართველი პარტიის დაფინანსების შემდეგ, კომპანიამ მიიღო გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები ან მოიგო ტენდერები.შემთხვევა #1ქართულ ოცნებას 2024 წლის მარტში 10,000 და აპრილში 40,000 ლარი, ჯამურად 50,000 ლარი შესწირა სერგო ხაბულიანმა. 2024 წლის აგვისტოში კი, იმავე პარტიის სასარგებლოდ 58,000 ათასი ლარის ოდენობით შემოწირულება განახორციელა სერგო ხაბულიანის შვილმა, ბექა ხაბულიანმა.ბექა ხაბულიანი შპს ცეკურის მეწილეა მამასთან ერთად და მისი დირექტორის თანამდებობასაც იკავებს. კომპანიამ 2025 წლის 3,5 თვეში 12 მილიონ ლარამდე ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა.ქართულ ოცნებას 2024 წლის 2 აგვისტოს 44,000 ლარი შესწირა ბექა ხაბულიანის ბიზნესპარტნიორმა ნიკოლოზ ჩაჩხიანმაც, რომელთან ერთადაც ის კომპანია ხვამლს ფლობს. ჩაჩხიანის კიდევ ერთმა კომპანიამ, ნიუ ლოგისტიკ გრუპმა მხოლოდ 2024 წელს 1,8 მილიონ ლარამდე ღირებულების სახელმწიფო შესყიდვაში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. შედარებისთვის, 2023 წელს კომპანიის მიერ მოგებული ტენდერების ღირებულება 50,000 ლარამდე იყო. ხაბულიანისა და ჩაჩხიანის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებული კომპანია ჯონოული 1, რომელიც ცაგერში ჰიდროელექტროსადგურს ფლობს და ელექტროენერგიას აწარმოებს, სემეკმა 2021 და 2023 წლებში ორჯერ ჯამში 15,000 ლარით დააჯარიმა ფინანსური ანგარიშების არ წარმოდგენისა და არასწორად წარმოდგენის გამო. უცნობია შეასრულა თუ არა კომპანიამ ვალდებულება, მანამდე ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების ვადაგადაცილებისათვის მიღებული ჯარიმა, მთავრობის 2018 წლის განკარგულებით კომპანიას ჩამოეწერა.შემთხვევა #2გიორგი რუბაშვილმა ქართულ ოცნებას 2024 წლის სექტემბერში პირველად შესწირა თანხა 20,000 ლარის ოდენობით. შეწირვის შემდეგ რუბაშვილის კომპანია შპს ქართლმა 7 მილიონამდე ლარის ღირებულების 2 ტენდერში გაიმარჯვა, მათ შორის ერთ-ერთი 6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება 2025 წლის 27 თებერვალს გაუფორმდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში. სამუშაოები ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად შესრულდება. სახელმწიფო შესყიდვის მეორე ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 650,000 ლარამდეა შპს ქართლს 2025 წლის 14 თებერვალს გაუფორმდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ნ. ნიკოლაძის ქ.#4-ში საყრდენი კედლის მოწყობისათვის. 2025 წლის თებერვალში ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და სამუშაოების დაწყების ვადა კომპანიის მოთხოვნით, უამინდობის მიზეზით გახანგრძლივდა.შემთხვევა #32024 წლის სექტემბერში მმართველ პარტიას 56,000 ლარი შესწირა რომან აბრამიშვილმა. ის 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი იყო, 2018 წლიდან კი, ქართული ოცნების აქტიური დამფინანსებელია.თანხის შეწირვის შემდეგ აბარამიშვილის კომპანიას შპს გ & კ ტექნოლოგის 2025 წლის ოქტომბერში 1 მილიონ ლარამდე, ხოლო 2025 წლის თებერვალში 2 მილიონ ლარამდე ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმა შპს საქართველოს მელიორაციამ, ჯამურად 3 მილიონ ლარამდე ღირებულების 2 ტენდერის ფარგლებში.. ორივე მათგანი ერთი შემსყიდველისგანაა და კომპანიას ევალება მაგისტრალურ არხში წყლის მიწოდების გაუმჯობესების ღონისძიებების (მილსადენის მოწყობა) და ნაპირდამცავი ღონისძიებების მოწყობის პროექტირება-მშენებლობა.2025 წლის იანვარში შპს გ & კ ტექნოლოგიმ მიიღო ლიცენზია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქვემო ალვანის და ოჟიოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორაზე, მდ. ალაზანზე, ,,ქვემო ალვანის’’ ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე 5 წლის ვადით. კომპანია 2006 (განახლდა 2019-ში) და 2023 წელს მიღებული ლიცენზიებით ასევე ფლობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რატევანის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მდ. მაშავერაზე ქვა-ხრშის მოპოვების ლიცენზიებს.შპს გ & კ ტექნოლოგის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტენდერების გზით 81 499 154 ლარი აქვს მიღებული. აბრამიშვილის კომპანიები სარგებლობენ სახელმწიფო აგრო-პროგრამებითაც, კერძოდ შპს ნუში იმირის სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამით 2021 წელს 54,305 ლარი აქვს მიღებული, ამავე წელს შეღავათიანი აგროკრედიტით 444,792 ლარი და “დანერგე მომავალი” პროგრამით 162,883 ლარი. 2024 წელს კომპანიამ კვლავ ისარგებლა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამით და 36,090 ლარი მიიღო. აბრამიშვილის კიდევ ერთ კომპანიას შპს კაკალი იმირის შეღავათიანი აგროკრედიტით 2021 წელს 174,957 ლარი აქვს მიღებული. მისი კომპანიები მონაწილეობენ სახელმწიფო პრივატიზების პროცესშიც. მის მფლობელობაში არსებულ 3 კომპანიას ამ პროგრამით მარნეულში 3-ჯერ აქვს მიწა შეძენილი: შპს გ & კ ტექნოლოგიმ 674,300 ლარად მარნეულში საკონსერვო ქარხნის მიმდებარე ტერიტორია 2020 წელს შეიძინა. 2024 წელს, კი ასევე მარნეულში 7808 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა 41,000 ლარად იყიდა. შპს ნუში იმირმა კი 2023 წელს მარნეულში მდებარე, 8183 კვ.მ და 5753 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები რომელთა ჯამური საწყისი ფასი 26,500 ლარი იყო, 8000 ლარად იყიდა.შემთხვევა #4ალექსანდრე ალიბეგაშვილმა 2024 წელს ქართულ ოცნებას 5,000 ლარი შესწირა. ამავდროულად ის 2022 წელს შექმნილი კომპანია შპს ნიცა და კომპანიას დამფუძნებელი და დირექტორია. თანხის შეწირვის შემდეგ კომპანიამ 2024 წლის დეკემბერში მიიღო 3,900 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება, პირველი გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 6,000 ლარამდეა კომპანიას 2024 წლის თებერვალში ჰქონდა მიღებული. ორივე შემთხვევაში შემსყიდველი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურია პარალელურად, კომპანიამ თანხის შეწირვიდან 2 თვეში, 2024 წლის ნოემბერში მეორედ მოიგო ყაზბეგის მუნიციპალიტეტეტის 132,000 ლარის ღირებულების ტენდერი. ამჟამად შპს ნიცა და კომპანია მონაწილეობს ამავე შემსყიდველის მიერ გამოცხადებულ 285,555 ლარიან ტენდერში, სადაც ის ერთადერთი პრეტედენტია და ამავე ღირებულების შეთავაზება აქვს წარდგენილი (ფასის კლება არ ფიქსირდება). მანამდე ის სხვა კომპანიის სახელით (შპს ეს არ ჯი) მილიონობით ლარის ღირებულების ტენდერებს იგებდა, თუმცა შესყიდვების სისტემის მიხედვით, აღნიშნული კომპანია 2021 წლის შემდეგ ტენდერებში მონაწილეობას აღარ იღებს. კომპანია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდაში იყო რეგისტრირებული, ისევე როგორც თავად ალექსანდრე ალიბეგაშვილი. მოგებული ტენდერების უმეტესობა კი სწორედ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ იყო გამოცხადებული და კომპანიას კონკურენტი არ ჰყოლია.შემთხვევა #5თენგიზ ტაბატაძემ 2024 წელს მმართველ პარტიას პირველად შესწირა 15,000 ლარი, რის შემდეგაც, 2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით მის კომპანიას, შპს ნიკალას 33,000 ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის შელშეკრულება გაუფორმდა. ამავე პერიოდში მისმა მეორე კომპანიამ, შპს ჩანკომ კი 20,000 ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება მიიღო.შემთხვევა #62024 წლის 1-ელ ოქტომბერს ზაზა კეჭეყმაძემ ქართულ ოცნებას 10,000 ლარი შესწირა, რის შემდეგაც მისმა კომპანიამ შპს ავტო პიქსელი 16,000 ლარამდე გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება მიიღო. ყველა მათგანი ბაკურიანის განვითარების სააგენტოსგან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისთვის. მეორე კომპანიამ შპს არჩევანი - 10,000 ლარამდე, ხოლო მესამე კომპანიამ თქვენი მშენებელი - 20,000 ლარამდე.ჩამოთვლილ ექვს შემთხვევაში მოცემულმა ფიზიკურმა პირებმა 2024 წლის არჩევნებისათვის მმართველ პარტიას ჯამურად 258,000 ლარი შესწირეს. 2024 წლის არჩევნების შემდეგ, მათი სხვადასხვა კომპანიების მიერ მოგებულმა ტენდერების ჯამურმა ღირებულებამ 23 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების ღირებულებამ - 110,000 ლარამდე.დასკვნაანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში “ქართუსთან” დაკავშირებული ფიზიკური პირები, სავარაუდოდ ორგანიზებულად, ერთსა და იმავე დროს, სწირავენ დიდი რაოდენობის თანხებს მმართველ პარტიას, რითაც შესაძლოა თავს არიდებენ კანონით დადგენილ აკრძალვებს. მას შემდეგ რაც იურიდიული პირის მხრიდან შემოწირულება კანონით აიკრძალა, განსაკუთრებით აქტუალურია ერთ პირთან/კომპანიასთან დაკავშირებული რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ თანხების შეწირვა, ისე, რომ კანონის ფორმალური მოთხოვნა დარღვეული არ არის, თუმცა კანონის მიზნებს შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს.კომპანიები, რომლებთანაც შემომწირველები არიან დაკავშირებულნი დიდი რაოდენობით გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს უკონკურენტოდ იღებენ, ასევე ხშირად იმარჯვებენ ელექტრონულ ტენდერებში. მსგავსი პრაქტიკა შესაძლოა მიუთითებდეს პოლიტიკური შემოწირულებების სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპანიების დაფინანსებას.საყურადღებოა დამკვიდრებული პრაქტიკა, როცა ერთ კომპანიასთან დაკავშირებული ათეულობით პიროვნება მმართველ პარტიას დროის ერთ მონაკვეთში სწირავს თანხებს. ასეთი რამდენიმე შემთხვევის იდენტიფიცირება IDFI-იმ გასულ წლებშიც შეძლო და შესაბამისი მოკვლევის მიზნით მაშინდელ საზედამხედველო ორგანოს, აუდიტის სამსახურსაც მიმართა. რადგან მოკვლევის შედეგად მსგავსი ორგანიზებული ქმედება დარღვევად არ ჩაითვალა, მმართველ პარტიასთან დაკავშირებული თუ სახელმწიფო ტენდერების კონტრაქტების მიმღები კომპანიები კვლავ იყენებენ მმართველი პარტიის დაფინანსების ამ გზას, რაც შესაძლოა წარმოადგენს კანონის გვერდის ავლის ნათელ მაგალითს.
1745498847
Healthy Club − თუ შენთვის ჯანსაღი ცხოვრება მნიშვნელოვანიაუკვე წლებია, რაც ევექსი საქართველოს ბანკთან ერთად Healthy Club-ის პროექტს ახორციელებს იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია. ამ შეთავაზების ფარგლებში ევექსის სხვადასხვა სერვისზე 15%-დან 50%-მდე ფასდაკლება ვრცელდება.იმისთვის რომ და ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქციოთ, შეგიძლიათ Healthy Club-ის პროექტში ჩაერთოთ.აღსანიშნავია, რომ Healthy Club-ის პირობებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც დაზღვეულ, ისე – დაუზღვეველ პირებს, ყოველგვარი ლიმიტის გარეშე.ფასდაკლებები და შეთავაზებებიევექსში ფასდაკლების მისაღებად საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათი უნდა გქონდეთ. ასევე, ლოიალურობის სტატუსი − Starter, Bronze, Silver ან Gold. რაც უფრო ხშირად გადაიხდით ბარათით და მეტი საბანკო პროდუქტით ისარგებლებთ, სტატუსსაც აიმაღლებთ. შესაბამისად, მეტი ფასდაკლების მიღების შესაძლებლობაც გექნებათ.შეთავაზება ვრცელდება როგორც სხვადასხვა დარგის სპეციალისტების კონსულტაციებზე, ისე კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, ექოსკოპიურ და ლაბორატორიულ კვლევებზე, სხვა ამბულატორიულ სერვისებსა და სტომატოლოგიურ მომსახურებაზეცჯანმრთელობის ახალი კონცეფცია ევექსისგანრადგან დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა პოტენციური რისკების მართვა, ევექსმა ჯანმრთელობის ახალი კონცეფცია წარადგინა, რომელიც პრევენციულ მედიცინასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერას ეფუძნება.ამ ხედვის ფარგლებში კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და თბილისში 2 კლინიკა განაახლა − სულხან ცინცაძის N24-ში და ვაჟა-ფშაველას 40-ში. დიზაინის ცვლილებასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება პრევენციასა და დროულ დიაგნოსტიკას დაეთმო.ჩაერთეთ Healthy Club-ის პროექტშიგახდით Healthy Club-ის წევრი და გახადეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უფრო ხელმისაწვდომი. პირობებისა და ფასდაკლებების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ბმულზე ან დაუკავშირდეთ ევექსის კლინიკას ნომერზე: (0 32) 2 55 05 05
1745496699
სკოტ ბესენტი აღნიშნავს, რომ "ეს ინსტიტუტები კრიტიკულ როლს ასრულებენ საერთაშორისო სისტემაში და დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოწადინებულია მათთან სამუშაოდ, ვიდრე ამ ინსტიტუტებს შეუძლიათ, დარჩნენ საკუთარი მისიის ერთგულები".სკოტ ბესენტმა გააკრიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამოიყენებს აშშ-ის გავლენას ამ ინსტიტუტებში, რათა უბიძგოს საკუთარი მანდატის შესრულებისკენ.სკოტ ბესენტის თქმით, "საერთაშორისო სავალუტო ფონდი ძალიან დიდი დროსა და რესურსს უთმობს კლიმატის ცვლილებებზე, გენდერულ და სოციალურ საკითხებზე მუშაობას". მისივე განცხადებით, ანალოგიური პრობლემები არსებობს მსოფლიო ბანკშიც.ამასთან, სკოტ ბესენტის თქმით, პრობლემად რჩება, რომ ეს ინსტიტუტები ჩინეთს კვლავ განვითარებადი ქვეყნის მსგავსად ეპყრობიან, რის გამოც პეკინი უსამართლოდ იღებს ხელსაყრელ პირობებს მსოფლიო ინსტიტუტებისგან.
1745496096
25 აპრილიდან თიბისის მომხმარებლები სხვადასხვა კატეგორიის ყველაზე მოთხოვნად სავაჭრო ობიექტებში არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით, გამორჩეული შეთავაზებებით ისარგებლებენ:25-27 აპრილი - დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 15%, მაქსიმუმ 500 ლარი, გალერია თბილისში მდებარე, iSpace-ის ფილიალში;25-27 აპრილი - დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 20%, მაქსიმუმ 200 ლარი, Redberry-ის ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში;მხოლოდ 28 აპრილს - მინიმუმ 50 ლარის შენაძენზე, დაიბრუნეთ 30%, მაქსიმუმ 30 ლარი, ავერსის ფიზიკურ და ონლაინ აფთიაქებში;29-30 აპრილი - დაიბრუნეთ 30%, მაქსიმუმ 150 ლარი, Veli.store-ზე.ამასთან, ისარგებლეთ მიმდინარე, გრძელვადიანი შეთავაზებებით:თიბისისა და მაგთის შეთავაზების ფარგლებში, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით აპლიკაციაში MyMagti, პაკეტების “ყველაფერი ულიმიტო” შეძენისას, გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 15 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ.28 აპრილიდან - 24 მაისამდე ონლაინ პლატფორმებზე: myhome.ge, mymarket.ge, myauto.ge, myparts.ge განცხადების განთავსების ფასიანი სერვისების შეძენისას, გადახდილი თანხის 100%-ს, მაქსიმუმ 10 ლარს დაიბრუნებთ.28 აპრილიდან - 28 მაისამდე, ყოველ კვირა დღეს, “ქონექთის” ბენზინგასამართ სადგურებზე შესაძლებლობა გექნებათ გადახდილი თანხის 10%, ჯამში მაქსიმუმ 50 ლარი დაიბრუნოთ.შეთავაზებების დეტალური პირობების სანახავად, ეწვიეთ ბმულს.ახალი თიბისი ბარათი სრულიად უფასოა და მისი აღება შეგიძლიათ, როგორც ფიზიკურად, თიბისის ნებისმიერ ფილიალში, ისე მობაილბანკიდან.აიღეთ, ახალი თიბისი ბარათი და ისარგებლეთ გამორჩეული უპირატესობებით.
1745494310