თბილისი (GBC) – ლილოს ბაზრობის ე.წ. რიგებში ოთხშაბათს დილით გაჩენილ ხანძარს რამდენიმე სახანძრო–სამაშველო ბრიგადა ებრძვის. ამის შესახებ GBC-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეს–ცენტრის უფროსმა შემთხვევის ადგილიდან აცნობა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ხანძრის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია სამაშველო სამსახურში არ შესულა. ასევე ჯერ არ არის დადგენილი ხანძრის გავრცელების დაახლოებითი ფართობი. 

ლილოს ბაზრობაზე ხანძრის გაჩენის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით, დაახლოებით 09:45 საათზე,  თვითმხილველმა მოგვაწოდა.

ლილო მოლში ხანძარი ბოლოს 28 იანვარს გაჩნდა, როდესაც ცეცხლი დაახლოებით 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ლილო მოლში ხანძარი 2012 წელსაც მოხდა, როდესაც ცეცხლი 600–700 კვ/მ ფართობზე გავრცელდა. მაშინ სავაჭრო ცენტრში 27 მაღაზია დაიწვა. ლილოს ბაზრობის მზღვეველი იმ დროს სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ იყო.