თბილისი (GBC) -  შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

უფლებამოსილი პირის მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სხეულზე მალულად განთავსებული 34 აბი აკრძალული მედიკამენტი გამოვლინდა.

საქმის მასალები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.