თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $3.1 მლრდ შეადგინა, რაც 19.8%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 62.1%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 66.1%-ით გაიზარდა და 1.92 მლრდ-ს გაუტოლდა.
2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 66.9% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან:
- ჩინეთი - $317.4 მლნ
- რუსეთი - $229 მლნ
- თურქეთი - $207.2 მლნ
2026 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი $352.2 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, $255.6 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.3%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები $130.8 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.8%).