თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.03%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 7.1%-იანი მატება.
2026 წლის აპრილთან შედარებით ფასები 0.5%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.04 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.6%), რამაც 0.5 პ.პ. შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 4.8%-იანი შემცირება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.48 პ.პ.- შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 24.6%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.65 პ.პ.-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (29.7%)
- დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 6.5%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5.2 პ.პ.-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (6.5%) და სასმელებზე (4%)
- ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 1%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.1 პ.პ.-ით იქონია გავლენა
- წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 6.4%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.2 პ.პ.-ით იქონია გავლენა