თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $2.43 მლრდ შეადგინა, რაც 21.1%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივმა ექსპორტმა (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 63.6%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 73.5%-ით გაიზარდა და $1.55 მლრდ-ს გაუტოლდა.

2026 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 69% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:

  • ჩინეთი - $247.5 მლნ
  • რუსეთი - $182.7 მლნ
  • თურქეთი - $177 მლნ

2026 წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი $313.2 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 20.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, $225.1 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.5%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები $94.6 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.1%).