თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $10.4 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.7%-ით მეტია. 

აქედან, ექსპორტი $3.1 მლრდ იყო (გაიზარდა 19.8%-ით), ხოლო იმპორტი $7.3 მლრდ (შემცირდა 1.9%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-მაისში $4.2 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ია.