თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 1Q26-ში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9%-ით (193.7 ლარით) გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 5 952.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 7.9%-ით)
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 290.7 ლარი (გაიზარდა 3.1%-ით);
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 3 230.4 ლარი (გაიზარდა 11.8%-ით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3 186 ლარი (გაიზარდა 7.1%-ით).
1Q26-ში ქალების საშუალო ხელფასი 1 901.8 ლარი, ხოლო კაცების - 2 836 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.7 ლარი (9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 234.7 ლარი (9%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საქსტატის მონაცემებით, 1Q26-ში სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 166.3 ლარით (7.7%) და 2 335.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 358.6 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 2.4%-ით) და პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (3 632.7 ლარი, გაიზარდა 6.8%-ით).
1Q26-ში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 242.8 ლარით (11.2%) გაიზარდა და 2 413.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია თბილისი და მცხეთა მთიანეთი.
